“რიონის ხეობის მცველების” ინფორმაციით, პოლიციამ ნამოხვანში დიდი ოდენობით ალკოჰოლური ნივთიერება შეიტანა.
როგორც ,,რიონის ხეობის მცველები“ განმარტავენ, პოლიციის მიზანია, ინფორმაცია გაავრცელონ იმის შესახებ, რომ აღნიშნული ალკოჰოლური სასმელები კარვების დემონტაჟის დროს “რიონის ხეობის მცველების” პროტესტის ადგილიდან ამოიღეს.
,,ალკოჰოლის ჩადება უნდათ, მაგრამ არ იციან ის, რომ ჩვენ აქ წესი გვაქვს, რომ სასმელს არცერთი ჩვენგანი არ ვიღებთ. ალკოჰოლის დაკავშირება გუშინ მომხდარზეც სურთ, როდესაც პროპაგანდტისტული ორგანიზაციები ავრეცელბენ ინფორმაციას, რომ მდინარეში შესული მამაკაცი ნასვმ მდგომარეობაში იყო“ – ამბობს რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი.
ცნობისთვის, ამ წუთებში დაძაბულია სიტუაცია რიონის ხეობაში. სამართალდამცველებმა სოფელ ნამახვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალეს. ნამოხვანში მუშაობის საშუალებას არ აძლევენ ჟურნალისტებსაც, პოლიცია მათ სოფელში არ უშვებს. ხეობაში მობილიზებულია დიდი ოდენობით სამართალდამცველები, ასევე შეყვანილია სპეცდანიშნულების რაზმი.