ჩოხატაურის 62 საოლქო საარჩევნო კომისიის სამების საარჩევნო უბნის წინ, საკრებულოს დეპუტატმა გოჩა სეხნიაშვილმა ამომრჩეველს მანქანაში ფული გადასცა.
სეხნიაშვილს თან სიაც ჰქონდა, სადაც კონკრეტული გვარები, სახელები და თანხები იყო მიწერილი.
სეხნიაშვილის თქმით, ეს წყლის გადასახადის თანხაა, რომელიც მოსახლეობაში აკრიფა და იმ ადამიანს გადასცა, რომელიც მათ ემსახურება.
კითხვაზე, რატომ აკრიფა ფული სწორედ დღეს და სწორედ უბნის წინ, სეხნიაშვილმა გვიპასუხა, რომ როცა ნახა ის ადამიანი, მაშინ მისცა.