კითხვაზე _ როგორ ატარებთ თავისუფალ დროს? _ ახალგაზრდებს პასუხის გაცემა უჭირთ, ეს ბევრი რამითაა განპირობებული, სამაგიეროდ, მარტივად ახსენდებათ ის პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ. და მაინც, პირველი კითხვა რომ უპასუხოდ არ დატოვონ, ფიქრობენ და ასეთი პასუხებით შემოიფარგლებიან: სიმღერებს ვუსმენ; წიგნს ვკითხულობ; სასეირნოდ მივდივარ…
ჩვენი ახალგაზრდა რესპონდენტები რამდენიმე პრობლემას გამოყოფენ; ესენია: მოუწესრიგებელი სტადიონები, სკეიტ პარკების არარსებობა, უფუნქციო კინოთეატრი, გასართობი ადგილების _ კაფეების, ბარების, კლუბებისა და “გეიმ ჰაუსების” სიმწირე.
რესპონდენტები რამდენიმე პრობლემას გამოყოფენ, ესენია: მოუწესრიგებელი სტადიონები, სკეიტ პარკების არარსებობა, უფუნქციო კინოთეატრი, გასართობი ადგილების, როგორიცაა: კაფეების, ბარების, კლუბებისა და “გეიმ ჰაუსების” სიმწირე. გამოვკითხე რამდენიმე ახალგაზრდა, გთავაზობთ ინტერვიუს ერთ-ერთ მათგანთან:
გამოვკითხეთ რამდენიმე ახალგაზრდა, გთავაზობთ ინტერვიუს ერთ-ერთ მათგანთან:
_ რას აკეთებთ თავისუფალ დროს?
_ არაფერს, თუ არ მეზარება წიგნს ვკითხულობ.
_ სპორტით არ ხართ დაკავებული?
_ ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ ნორმალური სტადიონი არ გვაქვს სოფელში.
_ რით შეიძლება გაერთოს ოზურგეთელი ახალგაზრდა თავისუფალ დროს?
ახალგაზრდების გამოკითხვის შემდეგ მივაკითხე ოზურგეთის მერიას, მოვიკითხე სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის პასუხისმგებელი პირი. მერიის წარმომადგენელმა მომცა ოზურგეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების უფროსის, თამარ აროშიძის საკონტაქტო ნომერი და ტელეფონით დავუკავშირდი.
ქალბატონ თამარს გავაცანი ის პრობლემები, რომლებიც ახალგაზრდებმა წამოჭრეს და ვცადე გამერკვია, რა კეთდება ამ კუთხით.
გთავაზობთ ინტერვიუს თამარ აროშიძესთან:
_ პირველი პრობლემა რაც დასახელდა, იყო მოუწესრიგებელი სტადიონები. მაინტერესებს, იგეგმება თუ არა მათი რეკონსტრუქცია?
_ მუნიციპალიტეტში _ უშუალოდ, ქალაქსა და მის ადმინისტრაციულ ერთეულებში, თითქმის ყველგან არის სტადიონები, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ სტანდარტებს. ახალგაზრდებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ სპორტული აქტივობებით დაკავება (სურვილის შემთხვევაში). ასევე, არის სრულიად ახალი, ახალი ინფრასტრუქტურის მქონე სტადიონებიც, თუმცა, ზოგადი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, საჭიროა მეტად განვითარებული და გამართული სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეს საკითხი აქამდეც აქტიურად განიხილებოდა და რესურსების შესაბამისად, ვცდილობდით ცვლილებების შეტანას არა მხოლოდ სპორტული მოედნების განვითარების საკითხში, არამედ, ზოგადად, ახალგაზრდებისთვის საჭირო სივრცეების უზრუნველსაყოფად. ამ მხრივ კვლავაც მრავალი გამოწვევა გვაქვს, რომელსაც, ვიმედოვნებ, მუნიციპალუტეტის მერიასთან ერთად, ახალგაზრდების ჩართულობითა და აქტიურობით დავძლევთ.
_ შემდეგი პრობლემა, რაც ჩემმა რამდენიმე რესპონდენტმა მითხრა, იყო სკეიტ პარკების არარსებობა, ამ კითხვაზე როგორ უპასუხებთ?
– კი, ეს სიმართლეა, სამწუხაროდ, სკეიტ პარკი არ გვაქვს ოზურგეთში. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, მე მსურდა სკეიტ პარკი ყოფილიყო, თუმცა, მას სჭირდება დიდი სივრცე და მუნიციპალიტეტში ასეთი ტერიტორია ვერ ვიპოვეთ. თუ ახალგაზრდებისგან იქნება მონდომება, თუ დაწერენ პროექტს და ყველაფერს დაგეგმავენ ისე, რომ ეს რეალობას შეესაბამებოდეს, მუნიციპალიტეტისგან მხარდაჭერა აუცილებლად ექნებათ.
_ კინოთეატრის არარსებობასაც აწუხებთ ახალგაზრდებს. ამ კუთხით იგეგმება რაიმე?
_ კინოთეატრს რაც შეეხება, ახალგაზრდების მიერ დაწერილია პროექტი და იგეგმება ღია კინო-თეატრის მოწყობა. ყველაფერი მზადაა, ხარჯთაღრიცხვა გაკეთებულია, უბრალოდ, რამდენიმე ტექნიკური მხარეა მოსაწესრიგებელი.
ქალბატონმა თამარმა ჩემთან საუბრისას რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ახალგაზრდები არ არიან ჩართულნი თავიანთი მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში და მათი გააქტიურების აუცილებლობის შესახებ აღნიშნა.
გუგა ლომაძე