საგანგებო მდგომარეობის ვადასთან დაკავშირებით პრემიერმა გიორგი გახარიამ ისაუბრა.
გახარიას თქმით, ძირითადი ამოცანა, ამ ეტაპზე, არის და უნდა იყოს ვირუსის მასობრივი გავრცელების შეფერხება და შეჩერება”.
“რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეფერხება. ეს ჩვენს ჯანდაცვის სისტემას აძლევს საშუალებას, უფრო მომზადებული დახვდეს და უფრო ხარისხიანად უმკურნალოს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ღონისძიება, რომელიც მე ჩამოვთვალე, უკვე მიღებულია და გაგრძელდება, საქართველოს მთავრობა და მე დღეს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.