სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ დღეს კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად განიხილა ეპიდვითარება რეგიონში.
გურიაში „სინოვაკით“ იმუნიზაცია 26 მაისიდან დაიწყება. ბოლო მონაცემებით სულ აცრილია 1268 ადამიანი.
საერთო ჯამში, რეგიონში ამ ეტაპზე, 7914 დაინფიცირებული პაციენტია, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა დაინფიცირების 4 შემთხვევა: ოზურგეთი -2 , ლანჩხუთი – 1, ჩოხატაური – 1 , გარდაიცვალა ერთი პაციენტი. თვითიზოლაციაში იმყოფება 519 ადამიანი.