Wizz Air-ი ფრენებს განაახლებს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„Wizz Air-ი, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, ფრენებს მარტის ბოლოდან განახლებულ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აახლებს და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს 20 მიმართულებით შეასრულებს, კვირაში 45 ფრენა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე ინფორმაციით, მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi დაიწყებს, რომელიც ფრენებს აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.