გურიის გუბერნატორის ერთი მოადგილის პოსტი, რომელიც ცოტა ხნის წინ დატოვა სოსო ერქომაიშვილმა, ამ დრომდე ვაკანტურია. მხარის ახალდანიშნული პირველი პირი მერაბ ჭანუყვაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე ახალ კადრს არჩევნების შემდეგ დანიშნავს.
მისივე თქმით კანდიდატურა ჯერ შერჩეული არ ჰყავს:
_ მაგ საკითხზე ჯერ არ მიფიქრია. არჩევნების შემდეგ ჩამოვყალიბდები. ახლა იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი მოადგილე იქნება ისეთი კვალიფიციური, პროფესიონალი კადრი, როგორიც ჩვენს გუნდს შეეფერება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მერაბ ჭანუყვაძემ.
გურიის გუბერნატორი ამბობს, რომ მოქმედი მოადგილეების _ ქეთევან მოესწრაფიშვილის და გია ებრალიძის შეცვლას არ აპირებს და ისინი არჩევნების შემდეგაც გააგრძელებენ მუშაობას.