დედაქალაქში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე „რესპუბლიკის მოედანზე“, 22 დეკემბერს, 20 საათზე აინთება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„22 დეკემბერს, 20:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი, რომელზეც მინდა დავპატიჟო დედაქალაქის მოსახლეობა, რომ მობრძანდეთ თქვენი შვილებით და შვილიშვილებით“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც ცნობილია, „რესპუბლიკის მოედანზე“ საახალწლო სოფელი 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე იქნება განთავსებული.