ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის მიხედვით, 2018 წლის ბიუჯეტი 8757600 ლარითაა განსაზღვრული, რაც მიმდინარე წლის საკუთარ შემოსავლებს დაახლოებით 363 ათასი ლარით აღემატება. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ წარადგინა,
ბიუროს სხდომაზე გაკეთებული განმარტებების მიხედვით, მუნიციპალიტეტის სტრატეგია თითქმის უცვლელია და მომავალ წელს მთავარი აქცენტი ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობაზე გაკეთებული.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს საბოლოო ვერდიქტს ლანჩხუთელი დეპუტატები 27 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე გამოუტანენ, მანამდე კი საკითხი შემდგომი განხილვისთვის საკრებულოში მოქმედ ფრაქციებსა და კომისიებს დაეგზავნა.