ყვავილოვან კომბოსტოში არ არის გოგირდი, რომელიც იწვევს აირების წარმოქმნის პროცესის გაძლიერებას კუჭ-ნაწლავში.
მას ადამიანის ორგანიზმი ადვილად ინელებს და, რადგან ის გაცილებით მცირე რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, არც ისე ძლიერად აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, მაგრამ ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია აზოტოვანი ნივთიერებებით, რის გამოც მარილების დალექვის დროს მისი ჭამა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით არის რეკომენდებული.
ყვავილოვანი კომბოსტო, ისპანახი და მჟაუნა მდიდარია ვიტამინებით, მინერალური მარილებითა და სხვა სასარგებლო და საჭირო ნივთიერებებით.
ისპანახი შეიცავს დიდი რაოდენობით სრულფასოვან ცილებს, ვიტამინებს, რკინას, მაგრამ, თუ ადამიანს მიდრეკილება აქვს ისეთი დაავადებებისადმი, როგორიცაა მარილების გაძლიერებული დალექვა პოდაგრისა და დიათეზის დროს, არ არის რეკომენდებული ისპანახის ჭამა, რადგან ისპანახში სხვა ბოსტნეულზე ბევრად მეტია აზოტოვანი ნივთიერებები, მათ შორის, პურინული ფუძეები, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში შარდმჟავასა და მისი მარილების წარმოქმნას.
ავტორი