უწყებათშორისის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ერთდროულად ყველა შეზღუდვის მოხსნა შეუძლებელია.
რაც შეეხება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას, არსებული ეპიდვითარების შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, კომენდანტის საათი მოიხსნას.
„ერთდროულად ყველა შეზღუდვის მოხსნის რეკომენდაციას ვერ ვიძლევით. რაც შეეხება ღამის საათებში დაწესებულ გადაადგილების შეზღუდვას, ერთი-ორი კვირა მაინც უნდა დავაკვირდეთ ვითარებას და შემდეგ მივიღოთ შემდეგი გადაწყვეტილება. თუ არსებული ვითარება შევინარჩუნეთ, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.