ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბერდია ლომიძის ინფორმაციით, არჩევნების დღეს დაწერილი 21 საჩივრის განხილვა დღეს მოხდება.
“გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან არის შემოსული 21 საჩივარი, რომლის განხილვა დღეს მოხდება. ძირითადად პროცედურულ დარღვევებზე არის დაწერილი საჩივრები“ ,- გვითხრა ბერდია ლომიძემ.