საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები ჩვენი ორგანიზმისთვის, ეს ჯერ მეცნიერულად დადასტურებული არაა და ამ საკითხზე მეცნიერთა აზრი ორად იყოფა. თუ გსურთ, რომ მხოლოდ ნატურალური პროდუქტი შეიძინოთ, მაშინ ეს რჩევები გაითვალისწინეთ:
დააკვირდით ეტიკეტს
მოძებნეთ წარწერები: “100 % ორგანიც”, “Organic”, “Made with organic ingredients”, “Без ГМО”, “Non-GMO” და “Made with genetically modified ingredients”. ზოგიერთ მათგანში გმო შეიძლება მაინც იყოს, მაგრამ არა უმეტეს 0, 9%-სა.
აშშ-ში ტრანსგენური წარმოშობის ხილ-ბოსტნეულის ეტიკეტი 5ციფრიანი PLU კოდით აღინიშნება, რომელიც 8-ით იწყება.
გარეგნული იერი _ გმო პროდუქტები უნაკლოდ გამოიყურებიან. სწორი ფორმები და ერთგვაროვანი ფერი აქვთ, დიდხანს ინახებიან. თუ პროდუქტი მწერებისგანაა დაზიანებული, მაშინ გმო-სთან არ გვაქვს საქმე.
დაიმახსოვრეთ სია _ მსოფლიოში სოიოს 78%, სიმინდის 33%, შვრიის 64% და რაფსის 24% ტრანსგენურია. მათ ისეთ პროდუქტებში ამატებენ, როგორიცაა:
ძეხვი, სოსისი; რძის პროდუქტები, ყველი, ნახევარფაბრიკატები, სწრაფი მომზადების ფაფები, პური, საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილი სასმელები, არაქისის კარაქი, მაიონეზი, შოკოლადის სიროფი.