https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ ავირჩიოთ პარლამენტი _ შეთავაზება, რომელიც კომისიას ჯერ არ განუხილავს

15:03; 23.03.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ბარიერის შეცვლის საკითხზე მსჯელობს, თუმცა, საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. მანამდე კი, როგორც კომისიაში, ასევე მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.

კომისიის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ე.წ. მაჟორიტარულ არჩევნებზე და საქართველოს პარლამენტი არჩეული უნდა იქნეს მხოლოდ პროპორციული წესით, რასაც მმართველი გუნდის ნაწილიც ეთანხმება, თუმცა, აცხადებენ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა გარკვეული დათქმებით უნდა მოხდეს.

ფრაქცია „ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს ე.წ. რეგიონალურ-პროპორციულ სისტემას, რაც ასევე მისაღებად მიაჩნიათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. თუმცა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც, რაც ჯერჯერობით საკონსტიტუციო კომისიას არ განუხილავს.

“სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” დამფუძნებელი და დირექტორი საკონსტიტუციო კომისიას საარჩევნო სისტემის კიდევ ერთ მოდელს სთავაზობს. რას ითვალისწინებს აღნიშნული მოდელი, რა უპირატესობით შეიძლება ისარგებლონ პოლიტიკურმა პარტიებმა, როგორ უზრუნველყოფს ის რეგიონის მოსახლეობის ხმების დაცვას, _ ამ და სხვა საკითხებზე „გურია ნიუსს“ ვლადიმერ ბოჟაძე ესაუბრა.

_რას ითვალისწინებს თქვენს მიერ მხარდაჭერილი მოდელი და რა უპირატესობა აქვს მას საკონსტიტუციო კომისიის წევრთა ან ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ შემოთავაზებულ  მოდელზე?

_ჩვენ ვთავაზობთ სამსჯელოდ პოლიტიკურ ძალებს პარლამენტის შიგნითაც და გარეთაც  ე.წ. რეგიონული, პროპორციული  სიების საარჩევნო მოდელს, რომელიც რა ტქმა უნდა, ჩვენი მოგონილი არ არის, მაგრამ ჩვენ დავამუშავეთ საქართველოს დღევანდელ რეალურ მოდელზე და ჩვენი წინადადებით ქვეყანაში უნდა შეიქმნას 10, ამომრჩეველთა თანაბარრაოდენობიანი, 15-მანდატიანი მაჟორიტარული ოლქები. იმის გამო, რომ ჩვენ საქართველოს კონსტიტუციით არ გვაქვს რეგიონული მოდელი და საერთოდ ტერიტორიული მოწყობის საკითხი ღიაა, ცნობილი პრობლემების მოგვარებამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მნიშვნელოვანია, რომ საზღვრები ემთხვეოდეს არა მხარეებს და რეგიონებს როგორც გვაქვს, არამედ, 10 მაჟორიტარული ოლქი თანაბარრაოდენობიანი და ეს დაახლოებით იქნება 350 -355 ათასიანი რეგისტრირებულამომრჩევლიანი ოლქები, რაც გამოითვლება  ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან გამომდინარე.

ოლქების საზღვრები შესაძლოა შეიცვალოს ყოველი საპარლამენტო არჩევნების წინ, რადგან საპარლამენტო მოდელზეა საუბარი, ან 10 წელიწადში ერთხელ მოსახლეობის აღწერის მიხედვით. ესეც კანონმდებლობამ უნდა დაადგინოს.

_თითოეულ საარჩევნო ოლქში რამდენი მანდატი გათამაშდება?

_ერთ  საარჩევნო ოლქში გათამაშდება 15 მანდატი და პოლიტიკური პარტიები დაწერენ 10 პროპორციულ სიას კონკრეტული ოლქების მიხედვით, რომელშიც მინიმუმ 15-კაციან პროპორციულ სიას წარადგენენ. ჩვენს შეთავაზებაში საარჩევნო ბარიერი არ არსებობს, არსებობს ბუნებრივი ბარიერი, 6,67% დაახლოებით. თუ პოლიტიკური პარტია მოსული ამომრჩევლების 6,67%-ის ექვივალენტ ხმებს მიიღებს, მას გადაეცემა მანდატი. ამ მოდელში მანტატებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა თითქმის ორჯერ მცირეა, იმ ხმების რაოდენობასთან შედარებით, რაც ახლანდელი მოდელით შეიძლება მიიღონ პოლიტიკურმა პარტიებმა 77 მანდატიდან და გაცილებით ნაკლებია იმ ხმების რაოდენობასთან, რომელიცმაჟორიტარმა უნდა მიიღოს საუბარია 50%-იან ბარიერზე. აქედან გამომდინარე, 1 მანდატის მოპოვების ფასი უიაფდებათ პოლიტიკურ პარტიებს. აქვე მნიშვნელოვანია, რომ რადგან ჩვენ ოლქში არ გვაქვს საარჩევნო ბარიერი ქვეყანაში მაინც დავაწესოთ საერთო ეროვნული ბარიერი და შესაძლოა ეს იყოს 3-4 %, ერთადერთი მიზეზის გამო, რომ არ მოხდეს რეგიონული „სხვა სეპარატისტული“ განწყობების პარტიების შექმნა და ჩამოყალიბება, რომლებიც გარანტირებულად მხოლოდ ერთი ოლქიდან მუდმივად იქნებიან წარმოდგენილები საქართველოს პარლამენტში. ~

_რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პარტია საერთო ეროვნულ ბარიერს ვერ გადახლახავს? რჩება პარლამენტს გარეთ თუ მაინც მიიღებს მანდატს?

_თუ პოლიტიკური პარტია ვერ გადალახავს საერთო ეროვნულ ბარიერს, მიუხედავად იმისა, რომ მან ოლქში მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, ვერ მიიღებს მანდატს. ამიტომ პარტიამ უნდა იზრუნოს არა მხოლოდ იმაზე, რომ რომელიმე ოლქში მიაღწიოს წარმატებას, არამედ იმაზეც, რომ თანაბარი მხარდაჭერა ჰქონდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. პირიქითაც, თუ აღმოჩნდება, რომ პარტია ყველა ოლქში ძალიან მიუახლოვდა მანდატს, მაგრამ ვერცერთ ოლქში ვერ მოიპოვა მანდატი, თუმცა შეძლო საერთო ეროვნული ბარიერის გადალახვა, საერთო ეროვნული ხმებიდან გამომდინარე, გადაეცემა იმდენი მანდატი, რამდენსაც მოიპოვებს, მაგრამ იმ რეგიონებიდან, სადაც მან კონკურენტებს გაუსწრო. ამას ეწოდება ე.წ. საკომპენსაციო სიები, თუმცა, ეს სიები ცალკე კი არ გამოიყოფა 150 მანდატიდან, შიგნით რჩება, იმისთვის, რომ არ გაიზარდოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა და ეს გამორიცხულია, რადგან ასე გადაწყვიტა ხალხმა რეფერენდუმზე. ასევე, რეგიონში მხოლოდ იქ წაიღონ გაუნაწილებელი მანდატებიდან  საკომპენსაციო მანდატებითვისთვის, სადაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვეს.

_თქვენი ეს წინადადება რამდენად მისაღებია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ან რამდენად წამოვა შეთავაზებაზე საკონსტიტუციო კომისია?

_ხელისუფლებას აქვს წარმოდგენილი მთლიანად პროპორციული სია, რაც ვფიქრობთ, გონივრული ვარიანტი არ არის, რადგან მასში მოხვდებიან მხოლოდ  თბილისელები, ცნობილი პიროვნებები.

_რატომ ფიქრობთ ასე?

_საერთო ეროვნული სიით გასულ დეპუტატებს და პროპორციული სიით გასულებს, ახლაც კი არავის წინაშე არანაირი ვალდებულება  არ აქვთ გარდა საკუთარი პოლიტიკური პარტიისა და  ლიდერისა. ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ  რომელიმე მაჟორიტარი შეხვდა ან არ შეხვდა მოსახლეობას, გავიხსენოთ პროპორციული სიით გასული რომელი დეპუტატი შეხვდა რომელიმე მუნიციპალიტეტში მოსახლეობას. ალბათ, ვერცერთ  მაგალითს ვერ დავასახელებთ. ანგარიშვალდებულება გასული დეპუტატების კონკრეტულად ხულოს, ლაგოდეხის თუ სხვა მუნციპალიტეტის  ამომრჩევლების მიმართ, პრაქტიკულად ნულის ტოლფასი იქნება. რადგან ჩვენ ავიღეთ ორიენტაცია იმაზე, რომ შევცვალოთ მაჟორიტარული სისტემა, მაშინ მნიშვნელოვანი იქნება შემოღებული იქნეს ის მოდელი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, რადგან კონკრეტული  პოლიტიკური პარტია და მის მიერ გასული ადამიანები კონკრეტული საარჩევნო ოლქიდან  იმ რეგიონის და მუნიციპალიტეტის  ამომრჩევლის წინაშე იქნებიან ანგარიშვალდებულნი. რადგან თუ 4 წელი არ შეასრულებენ თავის დანაპირებებს, მათ პოლიტიკურ პარტიას აღარ ექნება მხარდაჭერა.

_რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, თქვენი პოზიცია როგორია?

_ამ არჩევნების შედეგები რომ ავიღოთ, ვფიქრობ, 2020 წლის არჩევნები კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი იქნება და შეიძლება ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ გადალახოს  საარჩევნო ბარიერი, ან პირიქით, ბევრი ხმები „დაიკარგოს“.  ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 20-25 მანდატი გაუნაწილებელი დარჩეს და პარტიებს შორის სხვაობა 1-2 მანდატი იყოს, ამ დროს კი 25 მანდატი დაემატოს იმისთვის, რომ არა მხოლოდ მთავრობა ჩამოაყალიბოს, არამედ, აბსოლუტური უმრავლესობაც კი მოიპოვოს.

რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმომადგენლებს ვეთანხმები, რომ ასეთი მოდელები არსებობს, მაგრამ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მას მიემატოს იმდენი მანდატი, რომ შეძლოს დამოუკიდებლად მთავრობის ჩამოყალიბება და არა აპრიორში, ყველა გაუნაწილებელი მანდატი მიისაკუთროს. თუ მაგალითად, პარტიამ მოიგო არჩევნები და მიიღო 73 მანდატი, მას უნდა დაემატოს 3 მანდატი რომ უმრავლესობა მოიპოვოს და არა ის, რომ დაიმატოს ყველა მანდატი, რაც გაუნაწილებელი დარჩება.

 ამიტომ ხელისუფლების შეთავაზებაზე, რაც ითვალისწინებს 75 მანდატის განაწილებას რეგიონალური სიებით და 75 მანდატის- ერთიანი პროპორციოული სიით, სამართლიანი და ობიექტური, ვფიქრობ,  ჩვენი შეთავაზებაა, რადგან ოპოზიციის შემთხვევაში კონკრეტულ ოლქებს და მუნიციპალიტეტებს გაცილებით ნაკლები წარმომადგენლობა ეყოლებათ პარლამენტში, მინიმუმ ნახევარი ჩვენს შეთავაზებასთან შედარებით. ამ შემთხვევაში ეროვნული სიის დაწერასაც აზრი აღარ ექნება ჩვენი შეთავაზებიდან გამომდინარე, რადგან თუ მოიპოვე საერთო ეროვნული  მხარდაჭერა, შესაძლოა პარტიამ საერთო ეროვნული სიაც დაწეროს  და შეიტანოს ცესკოში, იქედან წაიღოს მანდატები და თვითონ გადაწყვიტოს ვის მისცეს ეს მანდატები.  ამიტომ ვფიქრობთ, ჩვენი შეთავაზებაა უფრო სამართლიანი მანდატების განაწილებას, ამომრჩევლის წინაშე ანგარიშვალდებულებას პოლიტიკური პარტიების და იმას, რომ პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, რადგან პარტიებს გაცილებით ნაკლები ხმები დასჭირდებათ იმისთვის, რომ პარლამენტის მანდატი მოიპოვონ.

ჩვენნაირი ქვეყნისთვის მაჟორიტარული სისტემის ასე სწრაფად გაუქმება, მთლიანად პროპორციულზე გადასვლა და თან საერთო ეროვნულზე გადასვლა არ იქნება გონივრული. 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

პიცა და ლუდი ერთ ბოთლში

პერუს მთებში ყველაზე პატარა ბაყაყი აღმოაჩინეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

Hello Tech გოგოებისთვის

20:27; 17.02.2026
სამართალი

გურიაში აფეთქება მოხდა- რა არის ცნობილი

19:52; 17.02.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:28; 17.02.2026
სამართალი

კონფლიქტი გია ბარამიძესთან, თავდასხმა გოგი თოფაძის შვილიშვილზე და ახალი ბრალდება: შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება – რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე?

16:44; 17.02.2026
საზოგადოება

სახლი იწვის- რა ვითარებაა ადგილზე

15:00; 17.02.2026
პოლიტიკა

“სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს. სპორტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს”- მიხეილ ყაველაშვილი

14:31; 17.02.2026
პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

14:17; 17.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს

14:03; 17.02.2026
საზოგადოება

“უბედურება დამემართა, დავიღუპე…” – გრიშა ონიანი

13:30; 17.02.2026
საზოგადოება

“გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა” – რას ამბობს ნინო ქადაგიძე-ჟვანია პროკურატურის განცხადებაზე

13:20; 17.02.2026
სპორტი

ჩოხატაურელი გიორგი მეფარიშვილი საქართველოს ოცწლამდელთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა

12:48; 17.02.2026
საზოგადოება

ნიკო კვარაცხელიას დედა ბუსა ჟვანიას დედას მიმართავს

12:30; 17.02.2026
საზოგადოება

რას ითხოვენ სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებლები

11:43; 17.02.2026
საზოგადოება

ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!!” _ ნიკო კვარაცხელიას დედა

11:35; 17.02.2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ზურაბ ჟვანიას შვილზე ძებნა გამოცხადდა

11:26; 17.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო