https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

    ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

    ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ ავიცილოთ ლეპტოსპიროზი – ინტერვიუ ეპიდემიოლოგთან

13:53; 24.09.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბოლო პერიოდში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  იმატა ლეპტოსპიროზის შემთხვევათა რაოდენობამ.

რა მდგომარეობაა ოზურგეთში, როგორ ვრცელდება ლეპტოსპიროზი, როგორ ვლინდება და რა პრევენციულ ღონისძიებებს უნდა მიმართოს მოსახლეობამ – ამის შესახებ “გურია ნიუსს”  ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ელზა სიმონიშვილი ესაუბრა.

“ლეპტოსპიროზი არის ინფექციური დაავადება, რომელსაც ბაქტერია ლეპტოსპირა იწვევს.

ეს მიკროორგანიზმი ცხოველების შარდით დაბინძურებულ მტკნარ წყალსა და ნიადაგში ბინადრობს. ლეპტოსპიროზის შემთხვევები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია აღრიცხული.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბოლო სამი წლის განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურებული იქნა ადამიანთა ლეპტოსპიროზის 39 შემთხვევა, მათ შორის  2024 წლის განმავლობაში უკვე გვაქვს 10 დადასტურებული შემთხვევა და ერთი გარდაცვალება.

გარდაცვალების აღნიშნული შემთხვევა, სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებულ მიმართვას უკავშირდება.

ლეპტოსპიროზისათვის  დამახასიათებელია მკაფიო სეზონურობა – ხშირია ზაფხულში, ბანაობის სეზონზე, თუმცა ერთეული შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში გვხვდება. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს დათბობა-კლიმატის ცვლილება, წყალდიდობები და ჰაერის მაღალი ტემპერატურა. ყველაზე ხშირად ზრდასრული მამაკაცები ავადდებიან (შესასრულებელ საქმიანობასთან დაკავშირებით).

ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, საყურადღებოა დაავადებული მღრღნელები , აგრეთვე შინაური ცხოველები–ღორები, მსხვილფეხა საქონელი, ცხენები, ძაღლები, კატები,  გარეული ცხოველები, რომლებიც ბაქტერიებს შარდთან ერთად გამოყოფენ,  შარდი ტბაში, მდინარეში, წყაროში, ნიადაგში ჩაედინება, სადაც ბაქტერიები რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე ცოცხლობენ, დაბინძურებულ წყალთან ან ნიადაგთან კონტაქტი კი დაავადებას იწვევს.

 ადამიანისგან ადამიანს ლეპტოსპიროზი თითქმის არ გადაეცემა. ინფექცია არც ცხოველის ნაკბენით ვრცელდება.

სხეულში ბაქტერია შესაძლოა შეიჭრას:

თვალებიდან, ცხვირიდან, პირიდან, დაზიანებული კანიდან,  რისკი იმატებს დაბინძურებული წყლის გადაყლაპვის, დაავადებული ცხოველის შარდთან, სხეულის სხვა სითხეებთან, მათ ქსოვილებთან უშუალო კონტაქტის, დაბინძურებული საკვების მიღების დროს”,_ ამბობს ელზა სიმონიშვილი.

რაც შეეხება რისკ-ჯგუფებს, ელზა სიმონიშვილის თქმით,  ადამიანი ლეპტოსპიროზით შესაძლოა დაინფიცირდეს წყალში ბანაობისას, წყალთან შეხებისას, სამეურნეო საქმიანობისას, დასნებოვნებულ ნივთებთან შეხებისას.

ეპიდემია მოსალოდნელია ძლიერი წვიმის ან წყალდიდობის შემდეგ .

” რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან: ვეტერინარები, სამხედროები, ფერმერები, მეთევზეები, სასაკლაოს თანამშრომლები,  კანალიზაციის მუშები”,_ ამბობს სიმონიშვილი.

რაც შეეხება სიმპტომებს, ელზა სიმონიშვილის თქმით, ლეპტოსპიროზის სიმპტომები ზოგჯერ ინფიცირებიდან 2-3 დღეში გამოვლინდება, ზოგჯერ – უფრო გვიან, 20-30 დღის შემდეგ, საშუალოდ კი საინკუბაციო პერიოდი 10 დღეა. ინფექცია უმეტესად მსუბუქ, გრიპისმაგვარ სიმპტომებს იწვევს. ხშირია უსიმპტომო ფორმებიც.

“ლეპტოსპიროზისთვის დამახასიათებელია: ცხელება; თავის ტკივილი;(ზოგჯერ საკმაოდ ძლიერი, განსაკუთრებით თვალ-ბუდის უკან), შემცივნება; კუნთებისა და სახსრების ტკივილი; ზოგადი სისუსტე; თვალების სიწითლე; სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება, გულისრევა, ღებინება; დიარეა; მუცლის ტკივილი; ხველა; გამონაყარი.

უფრო ხშირად ლეპტოსპიროზი ვლინდება როგორც თვითგანკურნებადი,ცხელებით მიმდინარე დაავადება, სხვა შემთხვევებში კი – როგორც მძიმე  დაავადება, რომელიც მრავალი ორგანოს დაზიანებას იწვევს. მძიმე შემთხვევებში დაავადება შესაძლოა ლეტალურად(სიკვდილით) დასრულდეს, რისი მიზეზიც შესაძლოა სხვადასხვა გართულება იყოს: გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები , ჰემოდინამიკური კოლაფსი (ორგანოებს ვერ მიეწოდოს საკმარისი სისხლი), სისხლდენა, სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა, ასეპტიკური (არაჩირქოვანი) მენინგიტი, ფილტვის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა.

 სწორედ ფილტვების,თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა ხდება მძიმედ მიმდინარე ლეპტოსპიროზის შემთხვევაში სიკვდილიანობის უხშირესი მიზეზი.

ავადმყოფობა რამდენიმე დღიდან სამ კვირამდე გრძელდება, ზოგჯერ – მეტ ხანსაც. მკურნალობის გარეშე გამოჯანმრთელებას შესაძლოა თვეები დასჭირდეს.

ლეპტოსპიროზის კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე ადამიანმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა დროულად დაისვას კლინიკური დიაგნოზი, რომელიც შემდეგ ლაბორატორიული გამოკვლევით დადასტურდება.

ყველა ინფექციონისტმა და ოჯახის ექიმმა იცის, რომ ლეპტოსპიროზი სავალდებულო/სასწრაფო შეტყობინებას ექვემდებარება, ამიტომ აუცილებელია ყველა საეჭვო შემთხვევის რეგისტრაცია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით, რათა დაავადება დროულად იქნეს დიაგნოსტირებული და დაიწყოს სპეციფიური ანტიმიკრობული მკურნალობა შესაძლო გართულებებისა და ლეტალური გამოსავლის თავიდან ასაცილებლად”,_ ამბობს სიმონიშვილი.

რაც შეეხება დაავადების პრევენციას, ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ  პროფილაქტიკის საუკეთესო გზაა,  არ მოხდეს ლეპტოსპიროზის გამომწვევის სხეულში შეჭრა, ამიტომ ყოველთვის დაიბანეთ ხელები ცხოველებთან, მტკნარ წყალთან, ნესტიან ნიადაგთან კონტაქტის შემდეგ, მოერიდეთ პოტენციურად დაბინძურებულ მტკნარ წყალს, წყალდიდობისას მოვარდნილ წყალს, მოერიდეთ პოტენციურად ინფიცირებულ ცხოველებს და მათი ბიოლოგიურ სითხეებს.

იმ შემთხვევაში კი თუ მიეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს: ატარეთ დამცავი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ნუ ივლით ფეხშიშველი იქ, სადაც დაბინძურებული წყალი ან ტალახია. სანამ ჭრილობები ან ნაკაწრები არ შეგიხორცდებათ, ნუ შეხვალთ მტკნარ წყალში, ნუ შეეხებით სველ ნიადაგს. დაბინძურებულ წყალში არ ჩაყვინთოთ, წყალი არ ჩაყლაპოთ. წყაროს წყალი აადუღეთ  გამოყენებამდე. დაბინძურებული ზედაპირების დასამუშავებლად გამოიყენეთ ანტიბაქტერიული სითხე. მღრღნელების შემოსევის თავიდან ასაცილებლად საკვები, წყალი და ნაგავი დახურულ კონტეინერებში მოათავსეთ. ჩაატარეთ ღონისძიებები ტერიტორიის მღრღნელებისგან გასაწმენდად. თუ შეხება გქონდათ მტკნარ წყალთან, სველ ნიადაგთან ან ტალახთან და დაავადების სიმპტომები გამოგაჩნდათ, რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს.

ელზა სიმონიშვილილეპტოსპიროზი
გაზიარება11Tweet7Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად კაცი გარდაიცვალა

18:48; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა იკრძალება”

16:51; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რას ამბობს იურისტი დაგროვებითი პენსიის შესახებ

11:56; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა თოვის გამო

10:32; 1 თებერვალი, 2026

"მნიშვნელოვნადაა მომატებული შემთხვევები"- რის შესახებ გვაფრთხილებს მაია ბუწაშვილი

30-ჯერ მეტი PLUS ქულა - საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები განსაკუთრებულ შეთავაზებას შექმნიან

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ტელეკომპანია “იმედი” და “რუსთავი 2” პოლიტიკურ დებატებს იწყებენ

23:13; 1.02.2026
სამართალი

რა სასჯელი შეუფარდა მოსამართლემ პოლიციელის ცემის გამო დაკავებულ ორ პირს

23:05; 1.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “სიამოვნებით დავჯდებოდი დებატებში იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ”

20:38; 1.02.2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1.02.2026
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად კაცი გარდაიცვალა

18:48; 1.02.2026
პოლიტიკა

სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებისთვის მზაობას გამოთქვამს

18:44; 1.02.2026
მსოფლიო

ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

17:35; 1.02.2026
მსოფლიო

ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

17:16; 1.02.2026
საზოგადოება

“მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა იკრძალება”

16:51; 1.02.2026
ზაფრანი

2 თებერვალს “თოვლის მთვარეა”- რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული

16:45; 1.02.2026
პოლიტიკა

“განათლების კონცეფცია, რომელიც დამტკიცდა, მიზნად ისახავს”- გივი მიქანაძე

16:33; 1.02.2026
მსოფლიო

ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

16:21; 1.02.2026
მსოფლიო

ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

16:00; 1.02.2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1.02.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო