https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ დაამტკიცეს გომიაშვილი ოსტაპ ბენდერის როლზე

9:31; 13.10.2024
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

კინოსურათის გადაღება შრომატევადი პროცესია და ხშირად რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში მსახიობებს განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნიათ. ისინი მოწყვეტილები არიან ჩვეულებრივ ცხოვრებას და მთელ თავიანთ დროს  შემოქმედებით მუშაობაში ატარებენ.

რასაკვირველია აქტიორები ხშირად სხვადასხვა არაორდინალურ სიტუაციებშიც ხვდებიან, რომლებსაც მოგვიანებით დიდი სიამოვნებით იხსენებენ. ეს „არასამუშაო” პერიპეტიები მაყურებლებისათვის ხშირად უცნობია და დღევანდელ წერილშიც კინოსა და თეატრალურ სამყაროში დაფიქსირებულ სხვადასხვა ნაკლებად ცნობილ შემთხვევებს გავიხსენებთ.

1979 წელს კინორეჟისორმა ნანა მჭედლიძემ სურათი „იმერული ესკიზები“ გადაიღო. საინტერესოა რომ ამ ფილმში ერთ-ერთ როლს თავად ქალბატონი ნანა ასრულებს.

„ეს ფილმი 1979 წელს გადავიღე. როცა ადამიანი, მარტო რჩები საკუთარ თავთან, სურვილი გიჩნდება, თვალი გადაავლო შენს განვლილ ცხოვრებას. მეც გამიჩნდა სურვილი და ნოსტალგია, განსაკუთრებით – ჩემი ბავშვობის მიმართ და გადავწყვიტე, ფილმში ყველაფერი ერთად მომექცია.

ერთ მშვენიერ დღეს, დავჯექი და ყველაფერი დავწერე. სანამ ფილმზე მუშაობას დავიწყებდი, პატარა ნოველები მქონდა დაწერილი, რომელსაც ასევე ერქვა – „იმერული ესკიზები“. ძალიან მინდოდა, ეთამაშათ არა ცნობილ მსახიობებს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც ხონში ცხოვრობდა. მართალია, ხონელი ვარ, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდი მთავარი როლის შესრულებას, აზრადაც არ მომსვლია თავში. ვფიქრობდი, რომ ამ როლს ძალიან მოუხდებოდა სესილია თაყაიშვილი. თვითონაც თანახმა იყო, მაგრამ, გადაღებები რომ უნდა დაგვეწყო, ავად გახდა და ვეღარ გადავიღეთ. საგონებელში ჩავვარდი. მერე ვიფიქრე, ქეთევან ბოჭორიშვილს ვათამაშებ-მეთქი – „ჯარისკაცის მამაში“ სერგო ზაქარიაძის „ცოლს“ ვინც თამაშობს. მართალია, ქართლელი იყო, მაგრამ, შეიძლებოდა, ეთამაშა. გავიარეთ გორში. დავინახე, ეს ქალი ყავარჯნებით მოდის – დაცემულა და ფეხი მოუტეხავს. მაშინ კინოსტუდიის დირექტორი რეზო ჩხეიძე იყო. პირობა მივეცი, რომ აუცილებლად ვიპოვიდი მთავარი როლის შემსრულებელს. სწორედ მან მომაწოდა იდეა, თვითონ მეთამაშა. ჯგუფის დირექტორმაც მითხრა: შენი თავი მოსინჯე. თუ არ მოგეწონება, ნუ ითამაშებო. მომეწონა, მაგრამ, სხვებს უფრო მოეწონათ და ასე დავრჩი ეკრანზე“.

„იმერულ ესკიზებში“ პატარა გოგონას როლს შვიდი წლის ნანა ქვათაძე თამაშობდა. რეჟისორმა პატარა „მსახიობი“ მოულოდნელად აღმოაჩინა.

„იმ დროს, როცა ბებიის როლის შემსრულებელს ვეძებდი, პარალელურად ვეძებდი პატარა გოგოს როლის შემსრულებელსაც. მთელი საქართველო მოვიარე მის ძებნაში. მინდოდა, ხასიათი დამეჭირა. ფილმს ძირითადად ხონსა და თერჯოლაში ვიღებდი.

ხონში რომ ჩავედით, სკოლებში გავედით ასარჩევად. ეს ბავშვი თვითონ მოვიდა ჩვენთან. მაშინ ნანა 7 წლის იყო. ძალიან საცოდავად გამოიყურებოდა: მოკლესახელოებიანი პალტო ეცვა, დახეული „ბათინკები“, საიდანაც თითები უჩანდა და მხარზე გადაკიდებული ჰქონდა ჩანთა. გაკვეთილები მთავრდებოდა. ვიღაცას უთქვამს, კინოს იღებენო და მოვიდა. აპარატთან რომ დავაყენეთ და რაღაცეებს ვეუბნებოდით, ყველაფერი ისე ბუნებრივად გააკეთა, რომ გავვოცდით, ძალიან შთამბეჭდავი იყო. მაშინვე დავამტკიცეთ როლზე. როცა ფილმს ვახმოვანებდით, ისიც მშვენივრად ახმოვანებდა ჩემთან ერთად. იმ პერიოდში ჩემთან სახლში რჩებოდა. სხვათა შორის, მონათლული არ იყო და მე მოვნათლე. ვინმე რომ დარეკავდა კარზე ზარს, აქედან გაჰყვიროდა, მობრძანდითო. ჩემი გამზრდელი, ვერა ეუბნებოდა – გოგო, ჯერ გაიხედე, ვინ არის და მერე უთხარი, მობრძანდით, ასე არ შეიძლებაო. დაეთანხმებოდა აღარ ვიზამო, მეორე წუთს კი ავიწყდებოდა და იმავეს აკეთებდა. ცხოვრებაშიც ძალიან სასაცილო გოგონა იყო. მერე საბავშვო ზღაპარში გადავიღე „უკვდავების თეთრ ვარდში“. სკოლა რომ დაამთავრა, ძალიან უნდოდა თეატრალურში ჩაბარება, მაგრამ, მე არ ვურჩიე. იმ დროს ქვეყანაში არეულობა იყო. როცა გასინჯეს, აღმოჩნდა, რომ ის სითამამე, რაც მსახიობს სჭირდება, აღარ ჰქონდა. არადა, ცხოვრებაში საკმაოდ თამამი იყო. როგორც ჩანს, დაკომპლექსდა. თან, მაშინ მსახიობობისთვის არავის ეცალა, სრულიად უპერსპექტივო პროფესია გახდა.

იცით, რა? იმერეთი თვითონ არის არტისტული მხარე, იქ ყველა არტისტია. რასაც ვეუბნებოდი, ყველაფერს ზუსტად აკეთებდნენ. მინდოდა, ნატურალური სახეები დამეფიქსირებინა და ამიტომაც გამოვიდა ასეთი კარგი. ფილმის ფინალი სხვანაირად მქონდა მოფიქრებული: ანა ჩამოდის სოფელში და დაინახავს, რომ ირგვლივ ყველაფერი შეცვლილია – დანგრეულია იმერული სახლები და მათ ნაცვლად, თანამედროვე სახლები დგას. კიდევ, იყო ერთი ასეთი სიუჟეტი: რეალურად, ჩვენთან, ხონში, გასვენების დროს აუცილებლად მოჰქონდათ წითელი დროშა. ეს დროშა ფილმშიც გამოვიყენე, რამაც დიდი ეფექტი მოახდინა, მაგრამ, მოსკოვმა არ მოიწონა და ამომაღებინეს“.

ნანა მჭედლიძის შემდეგ სიტყვას ქართველ მსახიობს მიშა გომიაშვილს გადავცემ. ალბათ გაინტერესებთ მსახიობის მამა არჩილ გომიაშვილი როგორ აღმოჩნდა თავის დროზე გახმაურებული სურათი „თორმეტი სკამის“ მთავარი გმირის – ოსტაპ ბენდერის როლის შემსრულებელი.

„მამას ერთი მსახიობის, პანტომიმის თეატრი ჰქონდა და თავისი ბენდი ჰყავდა – „დიქსილენდი”. მარტო თამაშობდა ხოლმე შვიდ და რვა როლს ერთად. ერთ-ერთ მის წარმოდგენას ერქვა „ოსტაპ ბენდერი ესტრადაზე”, რომელმაც მთელი საბჭოთა კავშირი მოიარა. გასტროლებზე იალტაშიც იყო. მის იქ ყოფნას დაემთხვა „12 სკამის“ გადაღებები. ფილმის პირველი სერია უკვე დამთავრებული იყო და ოსტაპ ბენდერის როლზე ცნობილი მსახიობი, ბელიავსკი ჰყავდათ. ფილმის დირექტორმა შემთხვევით წაიკითხა მამას აფიშა და სპექტაკლის სანახავად წავიდა. პირველი აქტის დასრულების შემდეგ გაიდაის მოსაყვანად გავარდა. იმდენად მოეწონათ მამა, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყეს. მერე ჭორი წავიდა, ვითომ მამაჩემს გაუგზავნია გაიდაისთვის დეპეშა – ჩამოვდივარ და დამხვდითო. ქვემოთ კი, „ოსტაპ ბენდერი“ მიუწერია“.

ცნობილი ქართველი მსახიობი ბაადურ წულაძე პოპულარული სურათი „ფეოლას“ რეჟისორია. გაგიკვირდებათ და წულაძეს ამ კინოსურათის გადაღება სრულიად შემთხვევით დაუწყია.

„მოსკოვიდან თბილისში რომ ჩამოვედი, ვიღებდი მოკლემეტრაჟიან ფილმს –  „სამნი ზღვის პირას”, რომელიც ჩემი სადიპლომო სურათი უნდა ყოფილიყო. ვიღაცამ რაღაც გადაიღო. ხრუშჩოვს არ მოეწონა და ამბები ატყდა – მთელი ცეკას დადგენილება ამ ფილმზე იყო. გავჩერდი, ვიყავი ასე უსაქმოდ, ტრამვაის ფულიც არ მქონდა. მერე, მიშა კობახიძე ჩამოვიდა. სადიპლომო ფილმს ვიღებ და მინდა, ჩემთან ითამაშო, ოღონდ ფული არ მაქვსო. თანხმობა მივეცი. გადაიღო, მაგრამ არ მოეწონა. ახალი სცენარი დაწერა და გადაიღო „ქორწილი”. აქედან დაიწყო ჩემი მსახიობობა, ასე ვთქვათ, უსაქმურობამ გამხადა მსახიობი. მას მერე, ხან სად მეძახდნენ, ხან – სად. მაგრამ, ეს რას მიშველიდა. დიპლომს თუ არ დაიცავდი, ისე ვინ მოგცემდა დიპლომს?

საგონებელში ჩავვარდი. ამ დროს, შენგელაია ფილმში „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” მთავარ როლს თამაშობდა. პარალელურად, მოკლემეტრაჟიან ფილმს – „ჯილდოს” იღებდა. მე სულ დაკავებული ვიქნები, მოდი, ჩემთან მეორე რეჟისორად იმუშავე და სადიპლომოში ჩაგეთვლება, თორემ ისე, შენ ფილმს არავინ მოგცემს, გამორიცხულიაო. ვმუშაობდი, მაგრამ დამდგმელი რეჟისორი მაინც გიორგი იყო. ვინაიდან „ვგიკში“ უკვე კარგად მიცნობდნენ და პატივსაც მცემდნენ, დიპლომი მომცეს. ჩამოვედი, მაგრამ მაინც არ მაძლევენ ფილმს. რეზო გაბრიაძე უკვე ცნობილი სცენარისტი იყო. მივედი და ვთხოვე, რამე ჩემთვისაც დაეწერა, რომ გადამეღო. „ფეოლას” მოკლე შინაარსი მომიყვა. ვუთხარი, დაწერე-მეთქი. რეზო რომ დასვა და დააწერინო, დიდი პრობლემაა. ასე, მიყვებოდა და მიყვებოდა. რაღაც პერიოდი კინოსტუდიას გაუჭირდა, გეგმას ვერ ასრულებდა. რეზოს ვუთხარი – აი, ახლა მაქვს შანსი, რომ გავძვრე და უნდა მიშველო-მეთქი. როგორც იქნა, დაწერა „ფეოლას” სცენარი. მიიღეს, მაგრამ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ჩემი საქმე. პირველ მასალას რომ გადაიღებ, თუ მოგვეწონა, მაშინ გააგრძელეო. გადავიღე პირველი ეპიზოდი, მოეწონათ. გავაგრძელე. ასე გავხდი რეჟისორი. („მოცურავე”, „პეპელა“). მერე გია დანელია ჩამოვიდა და „არ დაიდარდოში” გადამიღო“.

დღევანდელი მოგონებების ბოლო სტუმარი გია ფერაძე იქნება, ტრაგიკული ბედის ადამიანი, რომელსაც „საკვირაო ისტორიებში“ ხშირად ვიხსენებ და მომავალშიც არაერთხელ დავუბრუნდები.

გია ფერაძეს კინოსა და თეატრში ორმოცამდე როლი აქვს შესრულებული, მაგრამ მის ცხოვრებაში საეტაპო სამი ძირითადი როლი იყო – „კავკასიური ცარცის წრე”, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” და „არასერიოზული კაცი”.

დიმა ბათიაშვილის „არასერიოზული კაცი” უცხოეთში რამდენიმე ფესტივალზეა დაჯილდოებული. ფილმი მოსკოვმაც აღიარა და მას ქართული კინოს შედევრი უწოდეს. როცა ფილმი ფედერიკო ფელინიმ ნახა, უტირია. ამ ფილმით დიმამ და გიამ დედას ბავშვობის ოცნება აუსრულეს და ხანში შესული მარტოხელა ქალის როლზე მიიწვიეს, რომელსაც გია ორჯერ მიჰყიდის კატას.

ეს გულიანი ფილმი მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდის, თბილის-ქალაქის და ქალაქური ურთიერთობების ნამდვილი ანთოლოგიაა და ბევრი ქალაქელი ბიჭის სახეს ინახავს, რომლებიც დღეს უკვე ცოცხლები აღარ არიან.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

მსოფლიო საშობაო ნუგბარ-ტრადიცია

12:18; 6 იანვარი, 2026
ზაფრანი

საახალწლო „დიდთოვლობა“

11:37; 6 იანვარი, 2026
ზაფრანი

ახალ წელს – “ახალი” მასწავლებელი!

11:33; 6 იანვარი, 2026
ზაფრანი

მსოფლიოს საუკეთესო ნაძვის ხეები

09:46; 5 იანვარი, 2026
ზაფრანი

საშობაო ბაზარი

09:44; 5 იანვარი, 2026

ნოდარი და ქართლოსი

"ერის მოღალატე"

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ ყაჩაღობის და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:29; 6.01.2026
საზოგადოება

შეიცვალა თუ არა დოლარის და ევროს ღირებულება – ვალუტის კურსი

18:14; 6.01.2026
მსოფლიო

“ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

17:39; 6.01.2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

17:25; 6.01.2026
საზოგადოება

სად შეიზღუდება მოძრაობა „ალილოს“  მსვლელობის დროს

14:28; 6.01.2026
პოლიტიკა

პაპუაშვილი: ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი, აღარ არსებობს

14:22; 6.01.2026
საზოგადოება

ადვოკატის ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს, თავისუფალია

14:15; 6.01.2026
საზოგადოება

“მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კომუნიკაცია”- ივანე ჩხაიძე

13:27; 6.01.2026
საზოგადოება

ცეცხლმოკიდებული სახლიდან გაქცევის დროს ქალი აივნიდან გადმოხტა და გარდაიცვალა

12:52; 6.01.2026
ზაფრანი

მსოფლიო საშობაო ნუგბარ-ტრადიცია

12:18; 6.01.2026
ზაფრანი

საახალწლო „დიდთოვლობა“

11:37; 6.01.2026
ზაფრანი

ახალ წელს – “ახალი” მასწავლებელი!

11:33; 6.01.2026
სამართალი

შსს: უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გავაძევეთ

11:23; 6.01.2026
სამართალი

“სუპერმარკეტის თანამშრომელს თანხა მოსთხოვა”- დაკავებულია ერთი პირი

11:20; 6.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

10:10; 6.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო