https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ „გაასომხეს“ მიხეილ მესხი

13:34; 10.09.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი წერილის დასაწყისში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი მიხეილ მესხი გავიხსენოთ.

საბჭოთა კავშირის ნაკრები არგენტინაში ამხანაგურ შეხვედრას ატარებდა. ასიათასიანი სტადიონი სავსე იყო, ტრიბუნებზე ნემსი არ ჩავარდებოდა. პრესლოჟაში მსოფლიოს  ჩემპიონი ტიგრან პეტროსიანიც იჯდა, რომელიც არგენტინაში იმყოფებოდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე. ტიგრანი ფეხბურთის ფანი გახლდათ და მიშა მესხზე „აფრენდა“, რომელიც იმ მატჩში მარცხენა ფლანგზე სასწაულებს სჩადიოდა. ერთ–ერთმა ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა მიგელ მუნესმა მსოფლიოს ჩემპიონს მესხზე ჰკითხა:

– სადაურია ეს ფეხბურთელი, რუსს არ ჰგავსო.

პეტროსიანი შანსს არასდროს უშვებდა, თავისი ეროვნებისთვის ხაზი არ გაესვა, ამიტომ არც აცია, არც აცხელა და მიუგო:

– სომეხია, ისევე, როგორც მე…

მეორე დღეს მასპინძელთა წაგებული მატჩის შემდეგ, ყველა სპორტული არგენტინული გაზეთი წერდა – სომეხი ეროვნების დიდმა საბჭოთა ფეხბურთელმა მარტომ მოგვიგოო…

ანზორ კავაზაშვილმა კარიერის დიდი ნაწილი რუსულ გუნდებში გაატარა. თავის დროზე ქართულ სპორტულ მასმედიაში ამ პიროვნების ეროვნულობის შესახებ დიდი კამათი გახლდათ გაჩაღებული. ნაწილი მას რუსს სპორტსმენად მოიხსენიებდა, ნაწილი კი – ქართველად. ჩვენი მოგონებების მომდევნო სტუმარი ბატონი ანზორი იქნება.

„1965 წლის საკავშირო პირველობისთვის მოსკოვის „ტორპედოს“ შემადგენლობაში, ეშერის ოლიმპიურ ბაზაზე ვემზადებოდით. წინა წელს თბილისის „დინამოსთვის“ დათმობილი პირველობის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ მარიენკომ კვლავ ჩემპიონობა დაისახა მიზნად და ინტენსიურად გვავარჯიშებდა. მით უმეტეს, რომ ხანგრძლივი პატიმრობის მერე, გუნდში ედუარდ სტრელცოვიც დაბრუნდა. ცოდვა გამხელილი ჯობია და ვიტყვი, დღის უმძიმესი ვარჯიშების შემდეგ, მე და ედიკა (სტრელცოვი) ბაზიდან ვიპარებოდით და ახლომდებარე ტურბაზის გოგონებთან ვატარებდით დროს. ისე მოხდა, რომ „ჩვენი გოგონები“ სოჭში ინაცვლებდნენ დასასვენებლად. ჩვენ მათთან დაშორება არ გვინდოდა და სტრელცოვმა მითხრა, მოიფიქრე რამეო. მეც მოვიფიქრე. მე და ედიკა მთავარ მწვრთნელთან, ვიქტორ მარიენკოსთან მივედით და ვუთხარი:

– ვიქტორ სემიონოვიჩ, ბათუმში ყრუ–მუნჯი ბაბუა მყავს. ახლა ფეხი მოუტეხავს და გთხოვთ, გამიშვით ორი დღით ბათუმში. ვნახავ და ჩამოვალ.

– კარგი. წადი ორი დღით, – მითხრა მარიენკომ, თან დააყოლა, – ხომ იცი, რომ გერმანელებთან საკონტროლო მატჩი გვაქვს და იცოდე, ღვინოს პირი არ დააკარო, კარგად უნდა მოემზადოო.

– კი. ვიცი, – ვუთხარი მთავარს. ედიკმა კი დააყოლა:

– ვიქტორ სემიონოვიჩ, მეც გავყვები ანზორს, ხომ გაგიგონიათ, მარტო კაცი  ჭამაშიც კი ცოდოაო. რა იცით, რა ხდება. გვერდში დავუდგებიო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მარიენკომ ედიკ სტრელცოვიც ჩემთან ერთად გამოუშვა „ყრუ–მუნჯი, ფეხმოტეხილი ბაბუის“ სანახავავად და ჩვენც გოგონებთან ერთად, სოჭში შევუბერეთ. ჩვენი ორდღიანი შვებულება ექვსი დღე გაგრძელდა და მხოლოდ ლაიფციგის „ლოკომოტივთან“ საკონტროლო თამაშის წინა დღეს დავურეკე სოჭიდან ბაზაზე მარიენკოს და დამწუხრებული ხმით ვუთხარი.

– ბოდიშს გიხდით, ვიქტორ სემიონოვიჩ, რომ გადავაცილეთ, მაგრამ ბაბუაჩემს ოპერაცია გაუკეთეს ფეხზე. მე და ედუარდი თავზე ვედექით და ქალაქშიც კი ვერ გამოვდიოდით, რომ დაგვერეკა–მეთქი.

– გასაგებია, გასაგები. ახლა როგორაა შენი ყრუ–მუნჯი ბაბუა? – მკითხა მწვრთნელმა.

– სძინავს და გამოვეპარეთ. ამ საღამოს ჩამოვედი, –  ვუთხარი მარიენკოს.

– გასაგებია. ერთი წუთით, ყურმილი არ დაკიდო. შენთან ლაპარაკი სურთ, მითხრა მარიენკომ და ვიღაცას ყურმილი მიაწოდა.

– გისმენთ, – ვთქვი მე.

– ბაბუა, რეიზა დამამუნჯე და მომამტვრიე ფეხი, – მომესმა ჩემი საღ–სალამათი ბაბუის ხმა, რომელიც ბათუმიდან ლაიფციგის „ლოკომოტივთან“ საკონტროლო მატჩის სანახავად ჩასულა ეშერაში, პირდაპირ ბაზაზე.

მარიენკომ მე და სტრელცოვი მაინც დაგვაყენა თამაშზე და მოლოდინი არ გავუცრუეთ. მე – ორი პენალტი მოვხსენი, ედიკმა კი ორი გოლი შეაგდო და ჩემი „ყრუ–მუნჯი“ ბაბუა სიხარულისგან სულ „ვაშა–ვაშას“ გაიძახოდა“.

ნება მომეცით დავით ყიფიანიც გავიხსენოთ, რომელსაც შორეულ იაპონიაში ერთი განსაკუთრებული ისტორია გადახდა.

1978 წლის 19 ნოემბერს საბჭოთა კავშირის ნაკრები იაპონიის ნაკრებს შეხვდა ამხანაგურ მატჩში და 4:1 გაანადგურა, რაშიც მთავარი წვლილი დათო ყიფიანმა შეიტანა. თამაშს 77 წლის იაპონიის იმპერატორი, ხიროხიტო ესწრებოდა, რომელიც აღაფრთოვანა ქართველი ვირტუოზი ფეხბურთელის თამაშმა. მონარქი დაელოდა, სანამ საბჭოთა ფეხბურთელები ავტობუსში ჩასხდებოდნენ. შემდეგ თავადაც ავიდა, ყიფიანს წარუდგა და მოოქრულ ბლოკნოტში ავტოგრაფი ჩააწერინა. დათომაც სთხოვა იმპერატორს ავტოგრაფი და თავისი ბლოკნოტი გაუწოდა. ხიროხიტომ ავტოგრაფი გააკეთა და ყიფიანს ღიმილით უთხრა:

– მეორედ ვაწერ ხელს კაპიტულაციას: პირველად, როცა მეორე მსოფლიო ომში დავმარცხდით, ახლა კი – თქვენი ტალანტის წინაშეო.

გახსოვთ ალბათ დიუსელდორფის ისტორიული შეხვედრა და იმ მატჩის დასრულების შემდეგ ბატონი კოტე მახარაძის სატელევიზიო ეთერში გამოხატული დიდი სიხარული. იმ ემოციების გამო კოტე მახარაძის კარიერას დიდი განსაცდელი ელოდა… ალბათ უმჯობესი იქნება თავად ბატონ კოტეს მოვუსმინოთ.

„დიუსელდორფში, „დინამოს“ ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ პირდაპირ ეთერში რომ ვთქვი: ეს ქართველი ფეხბურთელების დიდი წარმატებაა–მეთქი, სიცოცხლის არა, მაგრამ ლამის კარიერის ფასად კი დამიჯდა.

მოკლედ, მოსკოვში რომ დავბრუნდი და თბილისში უნდა გამოვფრენილიყავი, „კაგებეს“ ოფიცრებმა პირდაპირ ტრაპიდან „მომხსნეს“ და ხელში შემაჩეჩეს ლუბიანკაზე („კაგებეს“  შტაბ–ბინა) გამოცხადების უწყისი. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ პირდაპირ გენერალ ფილიპ ბობკოვთან უნდა მივსულიყავი. ბობკოვი იდეოლოგიის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. ოდიოზური ფიგურა იყო და ყველა ცნობილი დისიდენტი – სოლჟენიცინი, სახაროვი, ბუკოვსკი და სხვა „ბობოლები“ მის მიერ იყვნენ რეპრესირებულ–გასახლებულები. ის მხოლოდ „მსხვილ თევზებს“ იბარებდა თავისთან და მეც რომ მათ რანგში გამიყვანეს, ცოტა არ იყოს, „არ მესიამოვნა“. რომ მივედი, რა თქმა უნდა, მიცნეს. ცოტა ხანში მითხრეს: ბობკოვმა ოცდაოთხი საათით გადაიტანა შეხვედრა და ხვალ მოდითო. ეს „კაგებეს“ ნაცადი ხერხი იყო, რომ „სამსხვერპლო“ (მე) მაქსიმალურად დაეთრგუნა მოლოდინს, რათა მისი დამუშავება–განადგურება ადვილი ყოფილიყო. გარეთ ჩემი მეგობარი და კოლეგა ნიკოლაი ოზეროვი მელოდებოდა „ვილისით“. იმ დღეს სწორედ მასთან უნდა დავრჩენილიყავი. ჩვენ ტელევიზიაში მივედით. ოზეროვმა „ვოლგა“ დამიტოვა და მითხრა, ჩემთან წადი, მე ტაქსით მოვალო. კალინინის გამზირზე რომ გავედი, ვხედავ, მოხუცი ვიაჩესლავ მოლოტოვი დგას გზის პირას, ტაქსის გაჩერებას ცდილობს, მაგრამ ყოფილ საბჭოთა მრისხანე დიპლომატს არავინ უჩერებს. მე „ვოლგა“ გავაჩერე და სტალინის უახლოეს მეგობარს ვუთხარი:

– დაბრძანდით, ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, მიგიყვანთ…

მოლოტოვი დაჯდა და რომ დამინახა, ჩემთვის ყოვლად მოულოდნელად მითხრა:

– ამხანაგო კოტე, ეს ხომ თქვენ ხართ?! მე თქვენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ და შვილიშვილებს რომ მოვუყვები, ვინ მიმიყვანა სახლში, გაუხარდებათო.

ერთი სიტყვით, მოლოტოვმა საუბარი გამიბა და რომ გაიგო ჩემი გასაჭირი, ულვაშებში ჩაეცინა, მითხრა:

– ალბათ, ფილიპთან ხართ დაბარებული, ხომ?

– დიახ, – მივუგე მე.

– მოდი, ასე ვქნათ, დღეს ჩემთან დარჩით სტუმრად. ხვალ კი მე გამოგყვებით ბობკოვთან და ვეცდები, ყველაფერი მოვაგვარო. კარგია, რომ გვარად მახარაძე ხართ, ეს გიხსნით შერისხვისგანო.

ის ღამე მოლოტოვთან დავრჩი. გვიანობამდე სტალინზე მესაუბრებოდა, მე კი მას ცნობილი რუსი პოეტების ლექსებს ვუკითხავდი. დანიშნულ დროს კი ბობკოვთან მივედით. მოლოტოვს ფურცელი ჰქონდა წამოღებული, რომლის შინაარსი მე არ ვიცოდი. „კაგებეს“ მრისხანე გენერალმა ერთად რომ დაგვინახა, შეცბა. მოლოტოვმა კი „კაგებეს“ იდეოლოგიის მამას ფურცელი დაუდო წინ და უთხრა:

– ფილიპ, ძვირფასო, ხომ გახსოვს ჯერ კიდევ მაიორი იყავი და ჩემს უწყებაში მუშაობდი, ხრუშჩოვზე აუგი რომ თქვი სტალინის სიყვარულის გამო და უნდა შეერისხეთ, ვინ გადაგარჩინა?

– ვიცი, პოლკოვნიკმა პავლე მახარაძემ, – მიუგო ნირწამხდარმა გენერალმა ბობკოვმა. გაყვითლებულ ფურცელს თვალი შეავლო და დააყოლა, – ეს ხომ ჩემი ხელწერილია, სადაც ვწერ, რომ შევცდი და მეტს აღარ ვიზამ–მეთქი, – პიონერივით დაასრულა ბობკოვმა და დასძინა, – ამხანაგმა პავლე მახარაძემ დამაწერინა ეს.

– კარგი მეხსიერება გქონია. სიკეთეს სიკეთით უნდა გადახდა. ამხანაგი კოტე იმ პავლე მახარაძის ძმისშვილია და შენებურად ნუ შერისხავო.

ერთი სიტყვით, ბობკოვმა ქართული კონიაკი გამოიღო კარადიდან და მან, მოლოტოვმა და მე, სტალინის სადღეგრძელო შევსვით ჩუმად. ასე ამოიწურა ეს ინციდენტი“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

11:57; 5 თებერვალი, 2026
სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2 თებერვალი, 2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

შემთხვევა იაპონიაში

09:38; 1 თებერვალი, 2026

უკრაინელმა სამხედროებმა კუპიანსკი გაათავისუფლეს - ხარკოვის რეგიონული საბჭო

გვატემალაში მაიას ტომის უძველესი სამარხი აღმოაჩინეს

ყველა სიახლე

ზაფრანი

წელიწადის რომელ დროს რა უნდა აკეთოს ადამიანმა   

9:51; 10.02.2026
ზაფრანი

ყველაზე მოღალატე და ერთგული ზოდიაქოს ნიშნები   

9:49; 10.02.2026
ზაფრანი

ყველაზე ერთგული მამაკაცები   

9:48; 10.02.2026
ფინანსები

ტრიუმფის 80 წელი – საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია

18:48; 9.02.2026
პოლიტიკა

მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის

18:44; 9.02.2026
სამართალი

ლანჩხუთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

17:23; 9.02.2026
პოლიტიკა

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

17:16; 9.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო

17:09; 9.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:09; 9.02.2026
საზოგადოება

“დანარჩენს გამოძიება გვეტყვის”- რა მოხდა ჩოხატაურის ერთ-ერთ სკოლაში

15:27; 9.02.2026
საზოგადოება

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

13:20; 9.02.2026
ფინანსები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

13:14; 9.02.2026
საზოგადოება

სიმონ ჯანაშია _ ის, რაც ნგრევისკენ არის მიმართული, უნდა გაჩერდეს

12:22; 9.02.2026
სამართალი

პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღით თავი მოიკლა _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:59; 9.02.2026
საზოგადოება

არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

11:17; 9.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო