კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ჟოლოს კულტურა გაზაფხულზე ძალზე ბევრ ამონაყრით ხასიათდება და სასურველი და აუცილებელიცაა მისი გადარგვა. ნუ მოგვეჩვენება, რომ ის ძალიან სწრაფად გაიხარებს.
შევარჩიოთ საღი ამონაყრები, რომელიც ბარის პირით უნდა ამოვჭრათ მიწის კოშტის თანხლებით და ასე გადავიტანოთ ახალ ადგილზე. სასურველია მოვათავსოთ მწკრივში, 30-35 სმ დაშორებით. თუ მზიანი ამინდებია, აუცილებლად უნდა მოვრწყოთ ყოველდღიურად. თუ ზომაზე მეტად ცხელა, მორწყვის პარალელურად, სასურველია დავფაროთ ფოთლოვანი ტოტებითაც.
ახალგადარგული ჟოლო მომავალ შემოდგომაზე და ასევე, მომავალ გაზაფხულზეც მოგვცემს ნაყოფს. შემდეგ კი გახმება კიდეც. გადავჭრით ამ გამხმარ ნაწილს და მერე ის განაგრძობს განახლებას. თუ ჟოლოს შემოდგომაზე გადავრგავთ, ამ შემთხვევაში ის შესაცვლელი და გამოსახშირავი იქნება მომდევნო ერთი წლის შემდეგ.
დღეისთვის მრავალმოსავლიანი ჟოლოს ნერგის ფასი თანდათან მატულობს. ამიტომ გირჩევთ, იმუშაოთ ამ მიმართულებით. თავად მცენარე დაგეხმარებათ ამ საქმეში. ის იმდენად სწრაფად და ბევრ ამონაყარს ივითარებს, თუ არ გადარგავთ, აუცილებლად დასჭირდება გამოხშირვა. ამიტომ ნუ იზარალებთ და აქციეთ ის ფულად. დღეს კარგი ჯიშის ჟოლოს ნერგი, სულ ცოტა, ერთი ლარი ღირს და ბევრია დაინტერესებული მისი შეძენით.