ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი სურები გარესამყაროს რამდენიმე საათის განმავლობაში მოწყვეტილი იყო. ამის მიზეზი მეწყერი გახდა _ მთიდან ჩამოშლილმა მასამ საავტომობილო გზა ჩახერგა, რის გამოც მოძრაობა შეუძლებელი გახდა.
უგზოობის გამო სოფელში ვერ ავიდა სასწრაფო დახმარების ავტომანქანა. ავადმყოფი ქალბატონი ჩამოწოლილი მეწყერის ერთი მხრიდან სასწრაფო დახმარების მანქანამდე სახელდახელოდ საკაცით გადაიყვანეს.