კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის საქართველოსა და ესტონეთში ვიზიტს გამოეხმაურა. აღნიშნულ ინფორმაციას SPUTNIK ავრცელებს.
„ეს სუვერენული ქვეყნებია, რომლებიც, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას საკუთარი შეხედულების მიხედვით აშენებენ. აქ არ შეიძლება რამე პრობლემა იყოს. ასეთი ურთიერთქმედება ჩვენს შეშფოთებას იწვევს, როდესაც სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და გაფართოებას გულისხმობს“, _ განაცხადა პესკოვმა.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ერთი დღით მონტენეგროსაც ეწვევა.
მაუწყებლის ინფორმაციით, პენსმა რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ აგრესიაში დაადანაშაულა და გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მზადყოფნა ნატოს ვალდებულებების ფარგლებში დაიცვას ისინი.
მაუწყებლის ცნობით, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა 7 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთს ნატოს შემდგომი გაფართოების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.