თვითმმართველობის არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” პარტიული სიები მუნიციპალიტეტებში უკვე დაკომპლექტებულია და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, პრემიერის რეზოლუციას ელოდება. მათ შორის არის ჩოხატაურის ორგანიზაციიდან გაგზავნილი სია, რომლის პირველი ნომერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძეა.
მეორე ნომერი ბექა გამდლიშვილია; მესამე ნომრად მანანა მინდაძე წერია; მეოთხე ნომერი გიორგი მაღულარიაა; მეხუთე ნომერი _ დავით შარაშიძე.
მეექვსე ნომერი, როგორც გვითხრეს “მრეწველების” კვოტა უნდა უნდა იყოს, რომელზეც თემურ ხუხუნაიშვილი მოიზრება. აღსანიშნავია, რომ ხუხუნაიშვილი ვანზომლეთის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად არის რეგისტრირებული.
“ოცნების” სიაში მეშვიდე ნომერი “კონსერვატორებს” ეკუთვნით და როგორც გვითხრეს ამ კვოტას მაია გიორგაძე შეავსებს.
სიაში მერვე ნომრად მარინე ბერაძე წერია; მეცხრე ნომრად _ შოთა ჩხიკვაძე; ათეულს მაია პაიჭაძე ასრულებს.