წონაში დაკლებისას ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ – სქესი, ასაკი, ცხოვრების წესი, დაავადებები, ამჟამინდელი წონა, ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე, კლიმატი და ა.შ.
ეს მეთოდი მათ გამოადგებათ ვისაც რამდენიმე კგ-ს დაკლება სურს. მაგალითად, თქვენ იწონით 65კგ-ს და გსურთ 60 კგ იყოთ, 60 გაამრავლეთ შემდეგ კოეფიციენტზე:
27-ზე – თუ სპორტით საერთოდ არ ხართ დაკავებული და თქვენი სამუშაოც არ მოითხოვს ფიზიკურ აქტივობას.
29-ზე – თუ იშვიათად მაინც ხართ სპორტით დაკავებული(მაგალითად, დასვენების დღეებში ცურავთ ან ფიტნეს კლუბს სტუმრობთ).
34-ზე – თუ სპორტს რეგულარულად მისდევთ და ინტენსიურად ვარჯიშობთ.
37-ზე – თუ სპორტით თითქმის ყოველდღე და ინტენსიურად ხართ დაკავებული.
42-ზე – თუ სპორტით ყოველდღე ხართ დაკავებული ან სამსახური მძიმე ფიზიკურ დატვირთვას გულისხმობს.
დავუშვათ, საერთოდ არ მისდევთ სპორტს. მაშინ ის 60კგ, რომლისკენაც მიისწრაფით, უნდა გაამრავლოთ კოეფიციენტ 27-ზე. მივიღებთ 1620 კალორიას, მაგრამ ეს საბოლოო შედეგი არ არის. ამ რიცხვს მისი 10% უნდა გამოვაკლოთ, ამ შემთხვევაში 162. 1620-162=1458. სწორედ 1458 კალორიაა თქვენი დღიური ნორმა.