მამაკაცებსაც უყვართ სიურპრიზები, მთავარია, სწორად მიხვდეთ, რა გაუხარდება – კაცებს ხომ ცოტა სხვანაირი წარმოდგენა აქვთ სიხარულზეც, სიურპრიზზეც და, ზოგადად, ურთიერთობაზე…
- უყვარს ფეხბურთი? მაშინ, ჩუმად უყიდეთ ორი ბილეთი უახლოეს მატჩზე. უთხარით, რომ თქვენც მიდიხართ მასთან ერთად და მზად ხართ, მერე ლუდიც კი დალიოთ. ამ სიურპრიზს ქმარი აუცილებლად დააფასებს.
- თუ მეუღლე თეატრის მოყვარულია, მას აუცილებლად გაახარებს ორი ბილეთი კარგ სპექტაკლზე. შეარჩიეთ წარმოდგენა, რომელიც ემოციური, ღრმა და თანამედროვე შინაარსის იქნება.
- მოუმზადეთ საყვარელი კერძი ან ნუგბარი – კაცების უმრავლესობას უყვარს გემრიელად ჭამა. კერძი ლამაზად გააფორმეთ და აცადეთ, ისე მიირთვას, როგორც თვითონ მოუხერხდება – შენიშვნების გარეშე, სრული სიამოვნების მისაღებად.
- უბრალოდ, მოეფერეთ – მიეხუტეთ და გაჩუმდით. მამაკაცები აფასებენ ცოლის მცდელობას, შეუქმნას მას მყუდრო, კომფორტული გარემო, ზედმეტად არ შეაწუხოს და შეკითხვებით გული არ გაუწყალოს – ეს კაცისთვის საუკეთესო სიურპრიზი იქნება!
ავტორი