მედიკამენტებით მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე მხედველობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა – ბალანსირებული კვება, წყლის პროცედურები, რეკომენდებული ხალხური საშუალებები და თვალების სპეციალური ვარჯიშები. რაციონში შევიტანოთ ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი.
A ვიტამინს შეიცავს სტაფილო, ღვიძლი, კვერცხი, ისპანახი, გარგარი.
B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს რძის პროდუქტები, სუბპროდუქტები, უხეშად დაფქული ხორბლის პური;
C ვიტამინს – ბოსტნეული, ხილი (განსაკუთრებით კივი და ციტრუსები), კენკრა (მოცვი).
E ვიტამინს – არარაფინირებული მცენარეული ზეთები, მუხუდოსა და ხორბლის ღივი;
ლუტეინს – კომბოსტოს ყველა სახეობა, ლობიო.
კონტრასტული აბაზანები და სველი საფენები თვალების დაძაბულობის მოხსნისა და დატენიანების ეფექტიური საშუალებაა.
ორ ჭურჭელში ჩაასხით ცივი და ცხელი წყალი. დახუჭულ თვალებზე მონაცვლეობით (ჯერ ცხელი, მერე ცივი) 1-2 წუთით დაიფინეთ დასველებული რბილი ქსოვილი, გაიმეორეთ 3-5-ჯერ. კონტრასტული პროცედურები დაამთავრეთ ცივი სველი საფენებით.
მარლაში გაწურეთ მოცვის წვენი, დაამატეთ წყალი 1:2 და 5-5 წვეთი ყოველდღე ჩაიწვეთეთ თვალებში დილით, პირის დაბანამდე. ასევე სასარგებლოა მოცვის წვენის სმა.