ვირუსებთან მებრძოლი წვენი – გარდა იმისა, რომ ეს წვენი აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, ამავდროულად, ძალიან გემრიელია. დააბლენდერეთ მანგო მარწყვთან ერთად და მიირთვით წვენი. ის მდიდარია A, C და E ვიტამინებით. ამავდროულად, ის თქვენს ორგანიზმს ჰმატებს რკინის შემცველობას.
გემრიელი და ცოტა ცხარე – ორი ვაშლის წვენს დაუმატეთ ერთი ცალი ლიმონის წვენი, ცოტაოდენი ჯინჯერი, ასევე ცოტა პილპილი. ეს წვენი რთული დასალევია, თუმცა დაგავიწყებთ სიცივეს და გაგიუმჯობესებთ იმუნიტეტს.
ციტრუსების წვენი – უპირველეს ყოვლისა, ორგანიზმს C ვიტამინით გამდიდრება სჭირდება. ყველამ ვიცით, რომ ვირუსებთან გასამკლავებლად და მათგან თავის ასარიდებლად C ვიტამინის მიღება უმნიშვნელოვანესია. ის აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. ციტრუსის წვენს შეგიძლიათ სიტკბოსთვის თაფლი დაამატოთ და ასე მიირთვათ. ეს ფანტასტიკური საშუალებაა გრიპის თავიდან ასარიდებლად.
ბოსტნეულისა და ხილის წვენი – სტაფილოს, ვაშლისა და ნახევარი ლიმონის წვენს შეურიეთ ნიახურისა და ჭარხლის წვენი და დაუმატეთ ცოტაოდენი პილპილი და ასე მიირთვით.
მწვანე წვენი – თუ არ გიყვართ სალათები და ბოსტნეული, მოამზადეთ მათი გამოყენებით წვენი და სითხის ფორმით მიირთვით. შეურიეთ ერთმანეთს ბოსტნეული, კიტრი, ისპანახი, მწვანე ვაშლი, მოამზადეთ ფრეში და ასე მიირთვით.
ანტიოქსიდანტების ძალა – მოამზადეთ ფრეში სტაფილოსა და ჭარხლის წვენით. შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი ჯინჯერი და ლიმონის წვენი და ასე მიირთვათ. დარწმუნებულები იყავით, რომ გრიპი ვერაფერს დაგაკლებთ.
ზამთრის ელექსირი – დაწურეთ ვაშლი, სტაფილო, ფორთოხალი, შეურიეთ ერთმანეთს და მიირთვით. შედეგად, თქვენი ორგანიზმი გამდიდრდება A, B-6 და C ვიტამინებით. ეს არის ის, რაც ამ პერიოდში ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.