სჯობია, კაცმა ინადიროს, თუ ძალიან გვინდა გათხოვება, ისე მოვიქცეთ, თითქოს ეს სულ არ გვინდოდეს. კაცებს ნადირობა უყვართ. მიეცით საშუალება, ამით ტკბობისა, აცადეთ მოგინადირონ.
აეჭვიანეთ. თუ სხვა თაყვანისმცემელი არ გყავთ, შეიქმენით წარმოსახვითი და მოყევით ლამაზი ამბები, ოღონდ ფრთხილად, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი საკბილო ეჭვიანია.
უბრალოდ, უთხარით, რომ ურთიერთობის დაკანონება გინდათ. ზოგჯერ კაცებს ეს თვითონაც უნდათ, მაგრამ უარის ეშინიათ და ამის გამო დუმან.
თავი უსუსურად მოაჩვენეთ. კაცებს უყვართ, როცა გმირად გრძნობენ თავს. თუ რამე ნივთი გაგიტყდათ, ნუ ეცდებით თქვენ შეაკეთოთ. აუცილებლად მიმართეთ დახმარებისთვის.
სწორედ შეარჩიეთ მამაკაცი. გინდათ გათხოვება? მაშინ მზად უნდა იყოთ შეხვდეთ მამაკაცებს, ვისაც დაქორწინება აქვს გადაწყვეტილი. ისინი კი, ვისაც არ უნდა, საერთოდ ამოიღეთ თქვენი ცხოვრებიდან. განა ღირს თავი ურტყათ დაკეტილ კარებს, თუ გვერდით სხვა გაიღება?
განსაზღვრეთ სურვილები. ჯერ თქვენს თავს უპასუხეთ რატომ გინდათ გათხოვება? მშობლები გიშლიან ნერვებს? თეთრი კაბის ჩაცმა გინდათ? ყველა დაქალი გაგითხოვდათ, თქვენ კი არა? ბავშვები გინდათ, თუ ასეა წესი? ჯერ განსაზღვრეთ რა გინდათ. იქნებ თქვენი ხასიათი სულაც ვერ მოერგება წყნარ, ოჯახურ ცხოვრებას.
იქნებ გინდათ ისწავლოთ, კარიერას მიხედოთ, იმოგზაუროთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ გათხოვებით ამ ყველაფრისთვის ვეღარ მოიცლით. ძალიან ბევრს კარგავთ. თქვენს თავს აღარ მიეკუთვნებით. იქნებ ჯერ არ მოსულა ამისი დრო? ასე რომ, ჯერ თქვენს სურვილებში გაერკვიეთ და შემდეგ იმოქმედეთ.