ეს რძისმჟავე პროდუქტი რეკორდული რაოდენობის ლაქტობაქტერიას შეიცავს. ლაქტობაქტერიები ორგანიზმს პირობით პათოგენებს და დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს ებრძვის.
იოგურტი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. კუჭ-ნაწლავის სწორი მუშაობა იმუნიტეტს ზრდის. ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით დაავადების რისკი 2-3-ჯერ მცირდება. კუჭ–ნაწლავის ტრაქტის კარგი მდგომარეობა კანზეც აისახება, გამონაყარი და აკნე მცირდება.
გამოცდილი ექიმები ამტკიცებენ, რომ რძემჟავა პროდუქტის ულუფა 200 გრამს არ უნდა აჭარბებდეს.
რაოდენობის გარდა მიღების დროც მნიშვნელოვანია. იოგურტი შეიცავს კალციუმს, რომელიც კუნთების ზრდისა და ძვლების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია. ცნობილია, რომ კალციუმის ცვლა ღამით ხდება. თუ სასარგებლო ნივთიერების მაქსიმალურად ათვისება გსურთ, იოგურტი საღამოს მიირთვით. იდეალური დრო: იოგურტით ივახშმეთ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ თბილ იოგურტს ნაწლავები უკეთ ითვისებს. გასტროენტეროლოგები გირჩევენ, რომ იოგურტი 30 წამით მიკროტალღურ ღუმელში შეათბოთ, აურიოთ და მიირთვათ.
იოგურტის დიდი ხნით გაცხელებაც არ შეიძლება, ასე რძემჟავა ბაქტერიები დაიღუპება. მიკროორგანიზმები საკვებ ბოჭკოებთან და ოლიგოსაქარიდებთან ერთად უფრო ეფექტურია. ექიმები გირჩევენ, დღეში 2 ბანანი და 1 კოვზი თაფლი მიირთვათ.



































































