ტკივილი გულ–მკერდის არეში – გულ-მკერდის არეში ტკივილს იწვევს მწვავე სტრესი და ხშირად მას არანაირი კავშირი არ აქვს გულის პრობლემებთან. თუ გრძნობთ ასეთ ტკივილს, უნდა სცადოთ პირველ რიგში, განტვირთვა. სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობაც. ასეთ დროს აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ხშირი გაციება – სტრესი აჩქარებს გულისცემასა და სისხლის მიმოქცევას. ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება და წარმოშვას იმუნური პრობლემები, რის გამოც ხშირად გაცივდებით.
თავის ტკივილი – თქვენი სხეული გაძლევთ სიგნალს, რომ დასვენება გჭირდებათ. თქვენი გონება გადაღლილია. აუცილებელია დასვენება, თუ გრძნობთ ყოველ საღამოს თავის ძლიერ ტკივილს, ასევე ტკივილს კისრის არეში და თვალებში. უფრო მეტიც, თუ არ დაისვენებთ, სტრესმა შეიძლება შაკიკი გამოიწვიოს.
სხეულის შეუსაბამო წონა – მძიმე სტრესი ხშირად იწვევს წონის მომატებას. ეს გამოწვეულია კორტიზოლის ჰორმონის ზრდით, რის გამოც თქვენ გსურთ შეჭამოთ ყველაფერი, რაც თქვენ გარშემოა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები – როცა უკვე დიდი ხანია თქვენი გონება სრული დატვირთვით მუშაობს, ამას ყველაზე მეტად საჭმლის მომნელებელი სისტემა განიცდის. ეს თქვენი ორგანოებისთვის ერთგვარი შოკია. ყველაზე უფრო გავრცელებულია ამ დროს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
დაღლილობა – დილით, როცა იღვიძებთ თავს თუ ისევ დაღლილად გრძნობთ და გიჭირთ საწოლიდან ადგომა, ძილი გელანდებათ, გინდათ, რომ სულ იწვეთ, ეს თქვენი გადატვირთული სამუშაო რეჟიმის ბრალია და აუცილებლად გესაჭიროებათ დასვენება.
მუცლის ტკივილი – სტრესი იწვევს მუცლის ტკივილს და გულის რევის შეგრძნებას.