https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

    ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

    ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ შევაჩერებთ კლიმატის უარესობისკენ ცვლილებას? : „გურიის რეგიონი თავისებურ მიდგომას ითხოვს“ 

19:54; 12.09.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

თითქმის ყოველდღიურად გვესმის, რომ  გლობალური კლიმატური ცვლილებები  მდინარეების, ტბების დაშრობას, გვალვებს გამოიწვევს.  აქედან გამომდინარე კი _  ნიადაგის გაუდაბნოებას, ეროზიის სწრაფ ზრდას, სოფლის მეურნეობის  პროდუქტების შემცირებას თუ ტყის ხანძრებს და კიდევ მრავალ უბედურებას.

როცა კლიმატური  ცვლილებების გამომწვევი მიზეზები სახელდება, ისმის ზოგადი პასუხებიც, რომ ეს ციკლონური პროცესია  და მისი სრულად თავიდან აცილება შეუძლებლია. და რომ აქტიურად იმიტომ იგრძნობა, რომ დედამიწაზე მოსახლეობის ზრდის პროცესი შეუქცევადი გახდა და  უსწრაფესად  მიმდინარეობს ტექნიკური პროცესები.

გლობალური კლიმატური ცვლილებების უარყოფით ზემოქმედებას, სამწუხაროდ, 2019-2020 წლებში კორონავირუსის მსოფლიო პანდემიაც დაემატა.

თუ სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტი, რომელიც სან- დიეგოში მდებარეობს, აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნახშირორჟანგის გამოყოფამ მსოფლიოში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია _ 1 კუბურ მეტრ ჰაერში 410 მილილიტრი ნახშირორჟანგი დაფიქსირდა.  ხოლო  ატმოსფეროში CO2-ის რაოდენობამ, 1958 წელთან შედარებით, მოიმატა 13%-ით, 1750 წელთან შედარებით კი 25%-ით. 

ბუნებრივია, ჩნდება  კითხვა, როგორ უნდა ვიბრძოლოთ, რომ  კლიმატის გაუარესება არ მოხდეს და შემცირდეს რისკები?

რა  ელის ჩვენს სამშობლოს, საქართველოს?  როგორია ვითარება კონკრეტულ რეგიონში, გურიაში, სადაც ვცხოვრობთ? როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ქვეყნის ხელისუფლებიდან დაწყებული,  რიგითი  მოქალაქით დამთავრებული?

_პირველ რიგში, საქმეს სულ აფუჭებდა და აფუჭებს,  ადამიანის არაკეთილგონივრული დამოკიდებულება ბუნებასთან. ადამიანმა დაიწყო აქტიურად ზემოქმედება ბუნებაზე მაშინ, როცა საქმეში ქიმია ჩაერთო, როგორც  მრეწველობაში, ისე  სოფლის მეურნეობაში.  ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღეს,  უკრაინაში ომია და შავი ზღვის ირგვლივ,  ეს არის ღრუბელი ათასნაირი ქიმიკატით.  5-10 ტონიანი ბომბები როცა ფეთქდება და არავინ იცის, ეს სად დაილექება, საშიში პროგნოზის გარდა, რას უნდა ველოდოთ?   ახლა ჩვენ თანაბრად გვთხოვს შველას მიწა, წყალი და ჰაერი! _ საუბრობს ჩვენთან გამოცდილი მეურნე, გურიაში ჩაის რეაბილიტაციის ერთ–ერთი ინიციატორი, წარმატებული ფერმერი, ინჟინერი დავით თენიეშვილი. ის ამბობს, რომ  დაუყოვნებლივ მოქმედების დაწყებაა საჭირო. 

ბატონი დათო იხსენებს, რომ  გურიაში საინტერესოდ და ზუსტად იყო დაგეგმარებული ქარსაცავი   ზოლები, რომელიც 90-იანი წლებიდან არნახული ტემპით გაიჩეხა _  როცა პრივატიზაცია დაიწყო, ყველაფერი  სტიქიურად წარიმართა, სწორედ ისე, როგორც ანდაზა ამბობს: „ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა “.  ამიტომ გაჩეხვის გარდა, არაერთი    მესაკუთრის მფლობელობაში აღმოჩნდა ქარსაფარი ზოლის მთელი,  ნახევარი  თუ  გარკვეული ნაწილი.

გონიერი და ქვეყნის მოყვარე ხელისუფალი იმთავითვე მოიფიქრებდა, აღერიცხა ეს ქარსაფარი ზოლები, შექმნილიყო ამისთვის სპეციალური სამსახური და თუ კერძო საკუთრების ხაზი გაივლიდა ქარსაფარ ზოლზე, ნებისმიერ მესაკუთრეს უნდა   დავალებოდა, ხელი არ ეხლო ქარსაფარ ზოლში მდებარე ნაძვნარისთვის. აეხსნათ მისთვის, რომ  დაზიანებას სრულიად რეგიონის კლიმატის გაუარესება   მოჰყვებოდა. 

_რაც ზედმიწევნით გონივრული იყო, იმ დროს და ეს იყო ქარსაცავების სწორად შექმნილი სქემა, უნდა გადმოვიტანოთ და გამოვიყენოთ დღესაც! გურიის რეგიონი თავისებურ მიდგომას ითხოვს! ზოგადად, ყველა რეგიონს თავისი სპეციფიკური მახასიათებელი გააჩნია!უნდა შეიქმნას სანერგე მეურნეობები და მოხდეს ადრე დაგეგმარებული ქარსაცავების შესაძლებლობის ფარგლებში აღდგენა. ადამიანებიც დასაქმდებიან. სისულელეა, ყველაფერზე ვიძახოთ „ავადსახსენებელი კომუნისტები“. რაც კარგია, იქედანაც უნდა გამოვიყენოთ! ზოგადად კი ადამიანებს სჭირდებათ განათლება! მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ არის მხოლოდ ქარსაცავი! ეს არის მიკროკლიმატის დამცავი უდიდესი საშუალება! _ ამბობს დავით თენიეშვილი.  

მისივე თქმით, რეგიონში, სადაც განსხვავებული ქარებია გაბატონებული, შესაბამისად შესწავლილი და განსაზღვრული იყო, სად რა მიმართულების ქარსაფარი ზოლი გაშენებულიყო. გათვლილი იყო, საიდან იყო მოსალოდნელი წაყინვების საფრთხე (გომისმთა, ბახმარო). სწორედ ამ წინდახედული ქმედების გამო იყო შენარჩუნებული რბილი კლიმატი. მოსწონს თუ არა ეს ვინმეს დღეს!  სწორედ ქარსაფარი ზოლების გაჩეხვამ, სულ ცოტა,15-20 %-ით შეუწყო ხელი კლიმატის გაუარესებას! გურიის რეგიონში დღეს რამდენიმე სოფელში თუ ნახავთ აქა-იქ შემორჩენილ კრეპტომერიის ქარსაცავ ზოლს!

კლიმატის ცვლილებას იწვევს  ბუნებრივი რესურსების არასწორი, უთავბოლო ხარჯვა და ის მხოლოდ გარემოს არ აზიანებს.  ამის საუკეთესო მაგალითია გურიის რეგიონის კარიერებზე გამეფებული მდგომარეობა.

მდინარის ნატანი თავისთავად ასაღებია. მდინარე გიტოვებს, გაძლევს, მაგრამ  მთლიანი რესურსის ასე დატაცების უფლება რომ არავის აქვს,  „გურია ნიუსი“ წლების მანძილზე წერდა და წერს.  თუმცა, ამას რეაგირება არასდროს  მოჰყოლია!

კონკრეტული მაგალითი–  ამ წლის გაზაფხულ– ზაფხულის მანძილზე, მდინარე ნატანების ნაკალაპოტარ (თავად უცვლიან მდინარეს მიმართულებას) უზარმაზარ ფართობზე,  11 ექსკავატორი ქვა–ღორღს იღებდა და ათეულობით სატვირთო ავტომანქანას ინერტული მასალა ავტობანის (ურეკი–გრიგოლეთს მონაკვეთი) მშენებლობაზე მიჰქონდა... მდინარისპირა საყანე ფართობები თითქმის მთლიანად შეეწირა ხეობაში ამ დაუდევარ მოძრაობას. მდინარე ნატანების სანაპირო ზოლის თითქმის 2 კმ-იან მანძილზე მთლიანად ჩაიქცა მიწის ვრცელი  ფართობები, რომელსაც სახნავ-სათესი დანიშნულება ჰქონდა. მოხდა მისი “ჩაყლაპვა”. თავის მხრივ დაზარალდნენ ადამიანები, რომელთაც საყანე ფართობი თვალსა და ხელს შუა გაუქრათ და კომპენსაციაზე არავის უფიქრია! 

2021 წლის 14 დეკემბრის, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც პრემიერი ღარიბაშვილი აწერს ხელს, ერთობლივი საწარმო “POLAT YOL &MAPA” რვა თვით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან და ეს მოხდა, როგორც მითითებულია, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად გასახორციელებლად.

საწარმოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე  უნდა მოეპოვებინა 546 900 კუბური მეტრი ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში). დადგენილი იყო კოორდინატების საზღვრები, ხოლო თვით გათავისუფლებულ საწარმოს   უნდა უზრუნველეყო ყველა მითითებული დავალება. კონკრეტულად კი, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული, გამოეყენებინა მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის (ანუ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შეუფერხებლად შესრულებისთვის).

აღნიშნული განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საწარმოს უნდა უზრუნველეყო 530 493 ლარის გადახდა. ერთობლივი საწარმოს POLAT YOL &MAPA-ის მიერ, წიაღით სარგებლობის პირობების შესრულების ზედამხედველობა კი უნდა განეხორციელებინა გარემოს დაცვის სააგენტოს.  ადგილობრივები „გურია ნიუსს“ არაერთხელ მომართავდნენ და სვამდნენ კითხვებს, აქ პოლიგონია თუ კარიერი? ვის აქვს მდინარის კალაპოტის კარდინალურად შეცვლის უფლება? რის საფასურად უნდა აშენდეს ავტომაგისტრალი? როცა შესაძლებელია, ეკოლოგიური ზიანის გარეშეც მოხდეს წიაღის მოპოვება? ეს კლიმატის ცვლილებას არ გამოიწვევს? რატომ არსებობს უზარმაზარი, დაუფარავი ეჭვი რომ ბევრად მეტი ქვა-ღორღი, ინერტული მასალა გააქვთ აქედან, ვიდრე ეს ავტობანს სჭირდება? ნუთუ ასე შეუძლებელია გარემოსდაცვის სამსახურმა, ზოგადად სახელმწიფომ მოახდინოს რეგულაციების მკაცრად დაცვა და მდინარეების ხეობებიდან გაიტანოს ლიცენზიით მკაცრად ლიმიტირებული ინერტული მასალა. 

ამ დროისთვის,   სოფელ მერიაში, ნატანების ხეობაში დასრულებულია  ინერტული მასალის  გატანის სამუშაოები,  ხეობა კი აოხრებულია, მდინარის შეცვლილი კალაპოტით და უამრავი, წყლით სავსე საშიში ორმოებით…

ანალოგიურ მდგომარეობაში დატოვეს მდინარე სუფსის ხეობაც.

_  კლიმატის ცვლილებას გარემოს დაბინძურებაც არანაკლებ იწვევს, ვიდრე სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენა და სწრაფი ტექნიკური  პროცესები.  მყარი ნარჩენები   იმდენად საშიში კიდევ არ  არის.  დღეს, ნაგავის დახარისხება როგორც ხდება, ეს არის თამაში! როცა ნაგავს ღია ცის ქვეშ ყრიან, მერე კი მარხავენ, ამ ქმედებით მეთანს  ანუ საწამლავს აფრქვევენ სივრცეში!  ნაგავის დამარხვას   ევროპაში მეცხრამეტე საუკუნეში ახდენდნენ. თავი და თავი ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად არის განათლება!  დიახ, როგორადაც  უნდა გაგიკვირდეთ, კლიმატური კატასტროფების თავიდან ასაცილებლად, მთავარი საშუალება განათლებაა!

უნდა  შეიქმნას სერიოზული სამოქალაქო  პლატფორმა, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ცვლილება და განათლების მაქსიმალური დონე დაინერგოს! განათლება  სკოლაშივე უნდა დაიწყოს!   მიზანმიმართულად დაიგეგმოს საკვირაო გაკვეთილები.    ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ნიადაგი არის ცოცხალი ორგანიზმი!  უნდა იცოდეს , რას ნიშნავს ნიადაგის სიკვდილი! და შემდეგ დიდობაშიც ეცოდინება, რა არის ეს! მას უნდა ვასწავლოთ, რომ მარტო შემოღობილი ეზო არაა მისი სახლი და ეს სახლი მთელი ქვეყანაა! ვასწავლოთ,  რას ნიშნავს ეროზია და რა იწვევს მას!   _ მიიჩნევს დავით თენიეშვილი და წუხს, რომ დღეს არნახული  „დარტყმა“  ხდება  წყალზე, ჰაერზე, ნიადაგზე! ამ ყველაფერს კი ფორმალურად ვებრძვით!

დავით თენიეშვილი  ასევე მიიჩნევს, რომ  უნდა მოხდეს სახელისუფლებო დეცენტრალიზაცია და რიგ საკითხებში რეგიონის დონეზე უნდა იყოს შესაძლებელი  ამა თუ  იმ სფეროს რეალური მართვა!

_როცა მავთულზე დაბმული ძაღლივით ხარ და არის თუ არ არის საჭირო , ყველაფერზე ზემოდან გაძლევენ დირექტივებს, ასე საქმე არ გამოვა! _ ამბობს ის.

„გურია ნიუსის“  აქტიური რესპოდენტი, ცნობილი აგრონომი, წარმატებული ფერმერი, გაეროს ექსპერტი, აკაკი ღლონტი,  კლიმატის  ცვლილების კატასტროფულ შედეგებზე და მის შესამცირებლად აუცილებელ ბრძოლაზე,  წლების მანძილზე არაერთხელ საუბრობდა და საუბრობს ჩვენს მედიასაშუალებასთან.   ამჯერადაც დაბეჯითებით  გვირჩევს, რომ რაც რიგით ადამიანებს შეგვიძლია, ყველგან უნდა ვეცადოთ, გავაშენოთ  ტყე და ამისთვის მთავრობის მითითებას ნუ დაველოდებით!

_წინა საუკუნის დასაწყისში, ვიდრე ჩაის კულტურა დაირგვებოდა, ტყეები გაიჩეხა.  მაშინ სწორად გათვალეს, რომ ეს გამოიწვევდა კლიმატის ცვლილებას.  ამიტომ დაიგეგმა,   ქარსაფარი ზოლები გაშენებულიყო, რათა   ქარების  და წაყინვების პროცესის (რაც დამახასიათებელია ჩვენი რეგიონისთვის)  ზემოქმედება შეჩერებულიყო. დღეს, ტყეების აღდგენა გაცილებით ადვილია, ვიდრე ქარსაფარი ზოლების.  მიზეზი ამისა არის,  მიწების საკუთრებაში გადასვლა, რომელშიც ბევრგან ქარსაფარი ზოლიც მოჰყვა და გაიჩეხა! უარესი მდგომარეობა წარმოშვა იმ გარემოებამ,  რომ, ზოგმა მესაკუთრემ  თავის  ფართობს ,  ყველა მხრიდან თუ ნაწილობრივ,  გაუკეთა ე.წ. ქარსაფარი ზოლი.  ასე „მოჩიხულ “ ფართობში შევარდნილი ქარი კი იქ შეშვებულ პირუტყვზე უარესია!  მე მაინც ვფიქრობ, ბევრად უმჯობესია ტყეების აღდგენა, წაბლის, ცაცხვის, წიფელის, პავლოვნიიის დარგვა. ეს მცენარები როგორც   მასალის და ნაყოფის მომცემია, ასევე     ფუტკრისთვის საუცხოო ყვავილოვანი საზრდოს მიმწოდებელია. ზოგადად კი, როგორც  ქარსაფარი, ასეთი ტყეები  უდიდეს როლს შეასრულებენ და ზომიერი და რბილი კლიმატის დაცვას საგრძნობლად უზრუნველყოფენ, _ ამბობს აკაკი ღლონტი და საკუთარ მაგალითს იშველიებს – მან უკვე   ათ ჰექტრამდე ფართობზე,  მარტომ გააშენა  წაბლის, ცაცხვის, თუ პავლოვნიის ტყე.

აკაკი ღლონტი ასევე ამბობს, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვეს გურიაში, როცა ჩაის ფართობები გაჩეხეს, ამოძირკვეს და იქ თხილი დარგეს ვერტიკალური და არა ჰორიზონტალური მიმართულებით. ასეთმა მიდგომამ  მოშალა დატერასების სისტემა. შედეგად მივიღეთ ის, რომ  თავსხმა წვიმების დროს წარმოშობილმა  ღვარცოფებმა, მთაგორიანი რელიეფის მქონე გურიაში მიწის ნაშალის მთლიანი მასები ხრამებში ჩაიტანა აღნიშნული ფერდობებიდან.  ამან კი ეროზიას უდიდესი გასაქანი მისცა. სამწუხაროც არის და სასაცილოც, რომ გურიაში დღეს ბევრგან მოცვის პლანტაციებიც ვერტიკალურად არის გაშენებული. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! ამიტომ უახლოეს მომავალში , ვინც დაგეგმავს ჩვენს რეგიონში სხვადასხვა კულტურის გაშენებას, პირველ რიგში,  დაგეგმარებაზე იფიქრონ! ტერასების მოწყობის გარეშე, გურიაში ნებისმიერი კულტურის გაშენება , ბუნებრივი მოვლენების მცირე ზემოქმედების შემდეგაც კი, უდიდეს ზიანს მიაყენებს გარემოს და მნიშვნელოვან კლიმატურ ცვლილებებს გამოიწვევს!

ზოგადად კი, გურული გამოცდილი ფერმერები,  მცოდნე და გონიერი ადამიანები, უდიდეს როლს ანიჭებენ სახელისუფლებო მართვის დეცენტრალიზაციას, რაც რეგიონს საშუალებას მისცემს,  უკეთ მიხედოს საკუთარ მხარეს, თავის კლიმატურ გარემოს.   

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და არაერთი ღონისძიება ტარდება, ხორციელდება რეფორმებიც საკანონმდებლო დონეზე, კარგად საგრძნობი  უკეთესობა მაინც ჩანს! საამისოდ ზემოთ მოყვანილი მაგალითებიც კმარა!

პესიმისტური განცხადებები  უხვად მოვისმინეთ შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში გამართულ, კლიმატთან დაკავშირებული სამიტის მიმდინარეობისას, რომელშიც მსოფლიოს  მრავალი ქვეყნების წარმომადგნლები მონაწილეობდნენ და მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც იყო.  ამ ღონისძიების ამოცანა ხომ დედამიწის გლობალური დათბობისგან  და მრეწველობის წინა პერიოდთან შედარებით, ტემპერატურის ზრდის 1,5 გრადუსამდე შეზღუდვა იყო და არის.

მიუხედავად ასეთი მსოფლიო თავყრილობისა, ყველას კარგად ახსოვს თუ როგორ ნაკლებ იმედიანი აზრი გააჟღერა სწორედ გლაზგოს სამიტის მსვლელობისას,  (სადაც 200 ქვეყნის 25 ათასი დელეგატი შეიკრიბა),  გერმანიის კლიმატის კვლევის კონსორციუმის ხელმძღვანელმა,  მოჯიბ ლატიფიმ _ კლიმატის 26-ე კონფერენციაზე იკრიბებიან და ვერაფერს მიაღწიეს.  ლამაზი სიტყვებით ისაუბრებენ და კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ გადადგამენო…

ეს კი ნათელი მაგალითია იმისა, რომ კლიმატის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით, ფორმალური და ზედაპირული გამოსვლა და შეკრება დაუშვებელია!

როგორც კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი გონიერი, შრომისა და ქვეყნის მოყვარე რიგითი ადამიანები ამბობენ გურიაში, დრესვე მოქმედება უნდა დაიწყოს თითოეული ეზოდან,   თითოეული ადამიანის საცხოვრებელი ადგილიდან! ამას კი  ხელისუფლების მხრიდან ისეთი თანადგომა და მითითება   უნდა ახლდეს, რომელიც გაჯერებული იქნება  სწორედ ასეთი ადამიანების რჩევებით და გამოცდილებით.                                                                                                                            _გლობალური დათბობა და მისგან გამოწვეული სავალალო შედეგები – რეალობაა და არა მითი! ერთადერთი რაც კაცობრიობას შეუძლია, იმ ეკოსისტემის შენარჩუნებაა, რომელიც ნაწილობრივ აგვაცილებს კატასტროფას. მკაცრად გაკონტროლდეს ტყის კაფვა, მოხდეს მისი აღდგენა, გაკონტროლდეს მდინარეების აოხრება ქვა–ღორღის მტაცებლებისგან და არა მომპოვებელი კარიერებისაგან! ასევე უვარგისი პროექტებით დაგეგმილი ჰესებისაგან! თუ ადამიანები გონივრულად არ გამოვიყენებთ ჩვენს სასიცოცხლო რესურსებს, კატასტროფა გარდაუვალია, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ ირმა გორდელაძე,  გარემოს დაცვითი სათემო ორგანიზაცია“ეკოს” თავმჯდომარე.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

ირმა გორდელაძეკლიმატის ცვლილება
გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ”- თბილისის მერია თოვლიან ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

09:56; 18 იანვარი, 2026
საზოგადოება

„საკრებულოს თითოეული წევრი, გაცილებით მეტს აკეთებთ და მნიშვნელოვანია ამ ხარჯების შესაბამისი ანაზღაურება“

16:14; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

15:28; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

„სახალხო მოამბე“ ამჯერად ოზურგეთს სტუმრობს

14:51; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

მამაკაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ნახეს

12:32; 17 იანვარი, 2026

ლანჩხუთში ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

ჩოხატაურში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

ყველა სიახლე

სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს

11:31; 18.01.2026
სამართალი

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავა

11:25; 18.01.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

11:18; 18.01.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11:09; 18.01.2026
სამართალი

დაჭრის ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა

11:06; 18.01.2026
მსოფლიო

ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

10:20; 18.01.2026
მსოფლიო

ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

10:11; 18.01.2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ”- თბილისის მერია თოვლიან ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

9:56; 18.01.2026
ზაფრანი

„ეჰ, ის სხვა საქართველო იყო, სულ სხვა…“

9:41; 18.01.2026
ზაფრანი

განსაკუთრებული „ამბავი“

9:36; 18.01.2026
ზაფრანი

„შემთხვევა“ თბილისში

9:27; 18.01.2026
პოლიტიკა

„მსოფლიოს მართავს არა საერთაშორისო სამართალი, არამედ რეალპოლიტიკა“

17:26; 17.01.2026
საზოგადოება

„საკრებულოს თითოეული წევრი, გაცილებით მეტს აკეთებთ და მნიშვნელოვანია ამ ხარჯების შესაბამისი ანაზღაურება“

16:14; 17.01.2026
საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

15:28; 17.01.2026
საზოგადოება

„სახალხო მოამბე“ ამჯერად ოზურგეთს სტუმრობს

14:51; 17.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო