https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ უნდა მოიქცე, როცა პოლიციელი ქუჩაში ფოტოს გიღებს და გჩხრეკს

12:11; 30.11.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

როგორ უნდა მოიქცეთ, როცა პოლიციელი ფოტოს გიღებთ- ამ საკითხის შესახებ “ბათუმელებმა” საია-ს იურისტთან პაატა დიასამიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

ინტერვიუში დიასამიძე აღნიშნავს, რომ ხშირად პოლიციელები პირდაპირ გადადიან ფოტოგადაღებაზე.

„ჩვენს პრაქტიკაში პოლიციელები პირდაპირ გადადიან ფოტოს გადაღებაზე,“ – თავისი დაკვირვებაც გაგვიზიარა ინტერვიუს დროს საია-ს იურისტმა პაატა დიასამიძემ შემთხვევაზე, როცა პოლიციელი ქუჩაში გაჩერებთ და ფოტოს გადაღებას გაიძულებთ.

იურისტი განმარტავს, როგორ უნდა მოიქცე ამ დროს, ან როდის შეგიძლია გადაუღო ფოტო ან ვიდეო პოლიციელს. „აუცილებელია, შევქმნათ მტკიცებულება, რადგან, როგორც წესი, შემდეგ ამას უარყოფენ ხოლმე,“ – დასძენს პაატა დიასამიძე.

იურისტი ამ ინტერვიუში ხნის იმასაც, თუ რა შეიძლება მოვითხოვოთ, როცა პოლიციელი ჩვენ ჩხრეკას იწყებს.

„ბათუმელებმა“ პაატა დიასამიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელია.

ბატონო პაატა, რა შემთხვევაში აქვს უფლება პოლიციელს, ქუჩაში მოქალაქე გააჩეროს და ფოტო გადაუღოს?  

დავიწყოთ იქედან, რომ გამოკითხვის მიზნით პოლიციელს შეუძლია მოქალაქის ქუჩაში შეჩერება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციელმა უნდა გაგვაჩეროს ჩვენი განსხვავებული ჩაცმულობის ან კანის ფერის გამო – გამოკითხვისთვის პოლიციელს სჭირდება შესაბამისი საფუძველი, მაგალითად, პირს აქვს კონკრეტული, ძებნილი პირის იდენტური ნიშნები, ან არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მას აქვს სამართალდარღვევა, ან დანაშაული ჩადენილი.

შესაძლოა, არსებობს ინფორმაციაც, რომ პირი გადაადგილდება იარაღით ან კანონსაწინააღმდეგო სხვა ნივთით. ამ შემთხვევაში პოლიციელს შეუძლია,  გამოჰკითხოს კონკრეტული პირი. გამოკითხვა გულისხმობს პერსონალური მონაცემების დადგენასაც. ფოტოს გადაღება კი, პოლიციელს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა გასაუბრების დროს პოლიციელი ვერ ადგენს პირის ვინაობას, ან ვინაობის დადგენა განსაკუთრებულ სირთულესთანაა დაკავშირებული, მაგალითად, პირი არ ეუბნება პოლიციელს თავის სახელ-გვარს, ან არ აწვდის პირადობას. ასევე შეიძლება, აწვდიდეს პირადობის მოწმობას, მაგრამ პოლიციელს გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის გაყალბებულია.

ფოტოგადაღება არის საპოლიციო ღონისძიება პირის იდენტიფიცირების მიზნით. თუ პირის იდენტიფიცირება არის შესაძლებელი რაიმე სახის დოკუმენტით, მაშინ ფოტოგადაღების, როგორც საპოლიციო ღონისძიების გატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. პოლიციელმა პირს გონივრული ვადა უნდა მისცეს იმისთვის, რომ მან დაადასტუროს თავისი ვინაობა, რასაც ჩვენს პრაქტიკაში პოლიციელები ხშირად არ აკეთებენ – ისინი პირდაპირ გადადიან ფოტოს გადაღებაზე.

მოქალაქის ვინაობის დადგენის გარდა სხვა საფუძველი არ არსებობს, რის გამოც პოლიციელმა შეიძლება ფოტო გადაგვიღოს?  

მაგალითად, ავიღოთ ასეთი შემთხვევა: პირი იმყოფება დანაშაულის ადგილზე და ის გამოჰკითხა პოლიციელმა. გამოკითხვის დროს კი პირმა უთხრა პოლიციელს, რომ ჩემს ვინაობას ვერ გაგიმხელ, ვერ მოგაწვდი პირადობის მოწმობას და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაშიც პოლიციელს შეუძლია იდენტიფიცირების მიზნით მოახდინოს ფოტოგადაღება.

ფოტოგადაღების გარდა არსებობს სხვა საიდენტიფიკაციო ღონისძიებები, მაგალითად, გაზომოს პოლიციელმა ადამიანის სიმაღლე, ჩაიწეროს მისი ხმაც.

აუცილებელია, ფოტოგადაღების შემდეგ პოლიციელმა შეადგინოს ოქმი და მიუთითოს ამ საპოლიციო ღონისძიების საფუძველი. მე პრაქტიკაში არც ეს შემხვედრია, რომ ფოტოების ქუჩაში გადაღების შემდეგ პოლიციელს ოქმი ჰქონოდა შედგენილი.

თუ პოლიციელი სამართალდარღვევას აფიქსირებს და მტკიცებულების მოპოვების მიზნით გვიღებს ფოტოს? 

თუ იდენტიფიცირება დოკუმენტით შესაძლებელია, კანონი გვეუბნება, რომ პოლიციას ფოტოგადაღების საფუძველი აღარ აქვს.

რაც შეეხება სამართალდარღვევას, ამ შემთხვევაში უკვე პოლიციელი უღებს ფოტოს არა კონკრეტულ პირს მისი იდენტიფიცირების მიზნით, არამედ ის ასურათებს თავად ფაქტს, ქმნის მტკიცებულებას. მაგალითად, პირი არ ემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, ამ დროს თუ პოლიციელი იღებს ფოტოებს, ის თავად ამ წინააღმდეგობის ფაქტს აფიქსირებს და არა პირს მისი ვინაობის დასადგენად.

ზიანის ანაზღაურებაც კი შეიძლება მოითხოვოს მოქალაქემ, თუ დადასტურდება, რომ პოლიციელი უკანონოდ იყენებს ამ საპოლიციო ღონისძიებას.

მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია გადაუღოს პოლიციელს ფოტო? 

მოქალაქეს, როცა ის პოლიციელთან ურთიერთობას იწყებს, შეუძლია ნებისმიერ დროს ფოტო და ვიდეოგადაღება აწარმოოს. ამ დროს მხოლოდ საჭიროა გაფრთხილება, მაგალითად, პოლიციელის, რომ მას ფოტოს ვუღებთ.

თუ პოლიციელი გადაღების წინააღმდეგია? 

ამის უფლება მას არ აქვს, პოლიციელი მხოლოდ უნდა გააფრთხილო, რომ იწერება, მაგალითად, საუბარი ან ვიღებთ ვიდეოს.

ასევე,არ არის დარღვევა, როცა ჩვენ პოლიციელის მიერ კანონის დარღვევის ფაქტს ვაფიქსირებთ. ამ დროს პოლიციელს კი არ ვუღებთ, არამედ ვაფიქსირებთ ფაქტს, თუ რას ამბობს, როგორ იქცევა პოლიციელი. ფაქტი შესაძლოა დავაფიქსიროთ პოლიციის შენობაშიც.

კიდევ რა შეუძლია მოქალაქეს, თუ პოლიციელი მაინც აჩერებს ქუჩაში და ფოტოებს უღებს? 

წინააღმდეგობის გაწევა, როგორც ვიცით, აუარესებს მოქალაქეების მდგომარეობას. ერთია, რომ ფოტოს ან ვიდეოს გადაღება შეუძლია მოქალაქეს ამ კომუნიკაციის დროს, მეორეა ოქმის მოთხოვნა. თუ ოქმსაც არ აფორმებს პოლიციელი, მოქალაქემ უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისთვის. პოლიციელთა სამსახურებრივ გადაცდომებს იკვლევს გენინსპექცია. შესაძლებელია, იქვე, პირდაპირ აკრიფო 126 და მიმართო გენინსპექციას. აუცილებელია, შევქმნათ მტკიცებულება, რადგან, როგორც წესი, შემდეგ ამას უარყოფენ ხოლმე.

კიდევ ერთი საკითხი მინდა განმარტოთ, რაც აქტუალურია ქუჩაში ფოტოს გადაღების დროს – ზედაპირული შემოწმება და ჩხრეკა. როდის აქვს ამის უფლება პოლიციელს? 

ჩხრეკას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს და ის გადის სასამართლო კონტროლს, ზედაპირული შემოწმება კი, პოლიციელს შეუძლია განახორციელოს სასამართლოს ნებართვის გარეშე. ამ დროს პოლიციელი ხელით შეხებით ამოწმებს, მაგალითად, აქვს თუ არა იარაღი პირს. ზედაპირული შემოწმების დროს მას მოქალაქის ავტომანქანის სალონში შესვლის უფლება არ აქვს, ვერც მოქალაქეს ჩაუყოფს ჯიბეში ხელს. პოლიციელი გარედან, ზედაპირულად ათვალიერებს პირს.

თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი ატარებს რომელიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, უკვე საფუძველი იქმნება პირადი ჩხრეკის ჩატარებისთვის. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია პოლიციელს მაშინვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუმცა ის გადის სასამართლო შემოწმებას.

მნიშვნელოვანია, რომ პირის შეჩერება და ზედაპირული შემოწმება არ აღემატებოდეს 30 წუთს. სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ ეს დაკავებაა და გადაადგილების თავისუფლება ეზღუდება.

რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია ჩხრეკის დროს უკანონო ნივთის ამოღების მხოლოდ პოლიციელების მხრიდან დადასტურება, როცა „სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად“?

რაც მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად, ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა აისახოს, რაც არ მომხდარა. ამ ეტაპზე კანონი არ იცნობს ე.წ. ნეიტრალური პირის მოწვევის შესაძლებლობას ჩხრეკის დროს, ადვოკატის მოწვევის ვალდებულებაც არ არსებობს, როცა გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ტარდება ჩხრეკა.

ამ ეტაპზე კანონი ავალებს სამართალდამცველს, რომ შეადგინოს ჩხრეკის ოქმი, სადაც დეტალურად აღწერს ამ პროცესს, სასამართლო კი, ამოწმებს ჩხრეკის ჩატარების საფუძველს და მის კანონიერებას.

ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის ასახული კანონმდებლობაში, მოსამართლეებმა უნდა იხელმძღვანელონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანუ შეფასების საგანია, ჩაითვალოს თუ არა მტკიცებულებად ჩხრეკის შედეგად მიღებული მტკიცებულება.

ჩხრეკის დროს თუ შეიძლება პოლიციელს ფოტო გადავუღოთ, ან მოვითხოვოთ, რომ თავად პოლიციამ გადაიღოს ფოტო ან ვიდეო? 

ამ ეტაპზე არც ამის ვალდებულება აქვს პოლიციას, რომ ჩხრეკის ფოტო, ვიდეოფიქსაცია მოახდინოს. ფოტოს და ვიდეოს გადაღების საკითხი ჩხრეკის დროს უნდა დარეგულირდეს.

მოქალაქეს კი, შესაძლოა, პოლიციელმა უთხრას, რომ ხელი ეშლება, თუ ის ვიდეოს გადაიღებს, მაგალითად, მობილურის ამოღების დროს მოიცილოს ჯიბიდან კანონსაწინააღმდეგო ნივთი. ჩხრეკა იძულების მექანიზმია, მანამდე პოლიციელმა უნდა გააფრთხილოს მოქალაქე, რომ წარმოადგინოს კანონსაწინააღმდეგო ნივთი. იძულებითი მექანიზმის გამოყენების დროს, პოლიციელმა შესაძლოა მოსთხოვოს პირს ხელების საერთოდ უკან გაწევა.

არის შესაძლებელი, სხვამ გადაიღოს ვიდეო, რომელიც, მაგალითად, ახლავს პირს, ვისაც ჩხრეკენ და შეესწრო ამ პროცესს? 

დიახ, ეს შესაძლებელია, თუ არსებობს იმ პირის გაცხადებული თანხმობა, ვისაც ჩხრეკენ.

წყარო: ბათუმელები

პაატა დიასამიძეპოლიცია
გაზიარება38Tweet24Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

22:08; 6 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

21:43; 6 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლოებას აფრთხილებენ

21:20; 6 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედს” ტოვებს

21:16; 6 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა

21:16; 6 თებერვალი, 2026

ოზურგეთში ცენტრალური მაგისტრალის, კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია და სანაპიროს ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა იწყება

წალენჯიხის სოფელ ჯგალში მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

22:08; 6.02.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

21:43; 6.02.2026
სამართალი

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

21:28; 6.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლოებას აფრთხილებენ

21:20; 6.02.2026
საზოგადოება

ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედს” ტოვებს

21:16; 6.02.2026
საზოგადოება

„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა

21:16; 6.02.2026
საზოგადოება

“ღმერთო, რა შემზარავი ამბავია”

21:13; 6.02.2026
საზოგადოება

ვის მიეცემა 5 წლის ასაკში სკოლაში შესვლის ნებართვა

16:24; 6.02.2026
საზოგადოება

კვერცხის ფასი მცირდება – მწარმოებელთა განცხადება პრემიერის ინიციატივის შემდეგ

14:54; 6.02.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე – კატასტროფა ხდება! ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, რებრენდინგი სჭირდება!

14:45; 6.02.2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – ყველაზე შეიძლება გირაოს გამოყენება, ხაბეიშვილის გარდა, მაგრამ გზის ფულიც არ მაქვს, რომ გამიშვან

14:27; 6.02.2026
ფინანსები

“პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით, კვერცხის ფასს 5%-ით ვამცირებთ” – მწარმოებელთა განცხადება

12:51; 6.02.2026
სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

11:05; 6.02.2026
სამართალი

შსს – “პოლიციაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა”

10:58; 6.02.2026
სამართალი

“მაღაზიის საწყობში გაიყვანა და 17 ჭრილობა მიაყენა…” _ სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

10:17; 6.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო