სწორ კვებას ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ადამიანების ნაწილი სხვადასხვა მიზეზების გამო ჯანსაღი საკვების მიღებას ვერ ახერხებს.
რა რჩევები არსებობს ოფისში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომ მათ სწორი კვების პრინციპების დაცვა შეძლონ_ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ მედიცინის დოქტორს, ნესტან ბოსტოღანაშვილს ესაუბრა.
როგორც ის აღნიშნავს, მთავარია ადამიანმა კვებისთვის დრო გამონახოს, სწორად კვებას კი ყველგან შეძლებს.
„არ მგონია, რომ ოფისში დასაქმებული ადამიანებისთვის ცალკე წესი არსებობს სწორ კვებასთან მიმართებაში. სწორი კვების პრინციპების დაცვის მრავალი საშუალება არსებობს მათთვის. სახლიდან წაღებული საკვები კონტეინერით, ასევე გამოძახების საშუალებითაც შეგვიძლია ჯანსაღი საკვების მირთმევა. ნუ გამოვიძახებთ პიცას, გამოვიძახოთ სალათი ან წვნიანი. მოკლედ, ამის სურვილი ვისაც აქვს, ის ყველგან შეძლებს ამის დაცვას, მთავარია კვებისთვის დრო გამონახოს. ასევე, ვფიქრობ უპრიანი და უკვე ნაცადი მეთოდია მზარეულის დაქირავება, რომელიც თუნდაც ადგილზე მოამზადებს ჯანსაღ სადილს“, _ამბობს ბოსტოღანაშვილი.
რაც შეეხება რეკომენდაციებს იმ ადამიანებისთვის, ვინც ოფისშია დასაქმებული ასე გამოიყურება: წინასწარ დაგეგმეთ თქვენი დღე, ეცადეტ სამსახურში შინ მომზადებული საკვები წაიღოთ, მოერიდეთ სწრაფი კვების ობიექტებს, დალიეთ წყალი (დღეში 2 ლიტრი), ეცადეთ თავი აარიდოთ ტკბილ, გაზიან სასმელს. ჩაანაცვლეთ ლიმნიანი წყლით ან უშაქრო გაზიანი სასმელით, მუდამ იქონიეთ თან ჯანსაღი წასახემსებლები, მაგალითად, ბოსტნეულის ჩხირები, ნუში, ჩირი.
ამავე თემაზე:
სახიფათოა თუ არა ჯანმრთელობისთვის მარილისა და შაქრის მოხმარება
რა შეიძლება გამოიწვიოს არაჯანსაღმა კვებამ