https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორი იქნება წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები _ ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

15:34; 16.03.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

როგორი იქნება წელს საგამოცდო ტესტების ფორმატი? – აბიტურიენტების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ ამ შეკითხვას ამომწურავად ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენისა და ისტორიის ჯგუფების წარმომადგენლები პასუხობენ. 

ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წარმომადგენელი ნაირა ცხვედიანი: „ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდის  პროგრამასა და  ტესტის ფორმატში არაფერი შეცვლილა. გამოცდა წელსაც 3 დავალებისაგან შედგება. რედაქტირების დავალებით მოწმდება აბიტურიენტის გრამატიკული საკითხების ცოდნა და ენობრივი კომპეტენცია. ჩემი რჩევა იქნება, კარგად გაიხსენოთ მორფოლოგია-ორთოგრაფიის, სინტაქსის, პუნქტუაციისა და სტილისტიკის საკითხები, რომლებიც საშუალო საფეხურზე გაქვთ შესწავლილი, გაამთლიანოთ ეს ცოდნა და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ მართლწერის საკითხებს. რედაქტირების დავალება 16-ქულიანია.  დავალებაში არ იქნება 16 შეცდომაზე მეტი, თუმცა, რამდენი შეცდომა იქნება ზუსტად, ტრადიციულად ამის შესახებ წინასწარ ინფორმაციას არ მოგაწვდით ისევ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე (შესაძლებელია, აბიტურიენტმა რომელიმე სიტყვის პარალელური ფორმა შეცდომად მიიჩნიოს, გაასწოროს და შეცდომების დათვლის დროს ნამდვილი შეცდომა გამორჩეს).

რაც შეეხება მეორე დავალებას – წაკითხულის გააზრებას – ის ამოწმებს, რამდენად  შეგიძლიათ ტექსტში  ინფორმაციის მოძიება, სწორი დასკვნების გამოტანა, საკითხის განზოგადება და ა. შ. დავალება 10-ქულიანია და მისი სწორად შესრულება  შემდგომ ტექსტის ადეკვატურად გაგებასა და თხზულების დაწერაშიც დაგეხმარებათ (არ დაგავიწყდეთ, რომ იმ ტექსტის წაკითხულის გააზრება  გააკეთოთ, რომლის მიხედვითაც შემდეგ წერით დავალებას შეასრულებთ).

როგორც იცით, ტესტში მოცემულია ორი ტექსტი. არჩევანი პროზაულ და პოეტურ ტექსტებს შორისაა  გასაკეთებელი. ჩემი რჩევაა, წინასწარ არ განეწყოთ, რომ რომელიმე ტექსტის (მაგალითად, პოეტური ტექსტის) მიხედვით თხზულებას არ დაწერთ.  შესაძლებელია, გამოცდაზე თქვენთვის საინტერესო სწორედ ის საკითხი აღმოჩნდეს, რომელიც პოეტური ტექსტის მიხედვით უნდა გაანალიზდეს – შესაბამისად, ბევრად გაგიმარტივდეთ კიდეც მასზე მსჯელობა. ამიტომ  მეცადინეობის დროს უმჯობესია ორივე სახის ტექსტზე იმუშაოთ. მოგეხსენებათ, ამ ორი დავალებიდან ერთ-ერთი თქვენ მიერ სასკოლო პროგრამით იქნება შესწავლილი, მეორე კი უცნობი ტექსტია.  ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მომზადების დროს თავი აარიდოთ საპროგრამო ტექსტების საფუძვლიანად შესწავლას იმ იმედით, რომ გამოცდაზე უცნობი ტექსტის მიხედვითაც კარგად დაწერთ. თუკი ზოგადად არ გეცოდინებათ ტექსტში საჭირო ინფორმაციის მოპოვება,  დაჯგუფება, ანალიზი და არგუმენტირება, თხზულების დაწერა გაგიჭირდებათ. ამიტომ აუცილებელია, პირველ რიგში, საპროგრამო ტექსტების მიხედვით ისწავლოთ  თქვენი მოსაზრებების ჩამოყალიბება, მსჯელობა და დასაბუთება. როცა ამ მხრივ გაიწაფებით, უცნობ ტექსტზე მუშაობაც ბევრად გაგიადვილდებათ.  ასევე გირჩევთ,  მაქსიმალურად ერიდოთ შაბლონებისა და ტრაფარეტების,  ლიტერატურული, ისტორიული და სხვა სახის პარალელების თვითმიზნურად გამოყენებას. პარალელები, რომლებიც ორგანულად არ დაუკავშირდება განსახილველ საკითხს, შეფასების დროს გათვალისწინებული არ იქნება“.

 უცხოური ენის ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე: „ჩვენი ტესტი 6 დახურული დავალებისგან შედგება. ვამოწმებთ მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარს, ასევე გრამატიკისა და ლექსიკის ცოდნის დონეს. შარშან შემოვიტანეთ კომუნიკაციური სახის დავალება – დიალოგის აგება, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა. ტესტის სირთულის დონე არის B1 – ისეთი, რომელსაც ეროვნული სასწავლო გეგმა ითხოვს.

წელსაც, ტრადიციულად, გვაქვს 1 ღია დავალება. ეს გახლავთ თემა. დავალების პირობაში ამ დრომდე იყო მოთხოვნა – დაეთანხმეთ ან არ დაეთანხმოთ გარკვეულ დებულებას. ამ ტიპის დავალება ჩვენს ტესტში 2005 წლიდან იყო. იგი მოძველდა და სხვადასხვა მიზეზის გამო კარგად უკვე ვეღარ ამოწმებს აბიტურიენტის წერის უნარს. მოსწავლეები წერდნენ დაზეპირებული, ერთნაირი შაბლონებით და ტრაფარეტებით. არ ჩანდა პირადი მოსაზრება, ეს კი არასასურველი ფაქტი იყო. წელს დავალების პირობაში აღარ იქნება მსგავსი ფორმულირება. მოცემული იქნება გარკვეული ინფორმაცია და აბიტურიენტმა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით მისი პირადი აზრი უნდა გამოხატოს. შეგიძლიათ გამოხატოთ ნებისმიერი აზრი დასმულ საკითხთან დაკავშირებით – დადებითიც და უარყოფითიც. ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს თქვენი პირადი მოსაზრება. მნიშვნელოვანია, რომ ლაღად დაწეროთ თემა, განთავისუფლდეთ შაბლონებისაგან და გაამყაროთ თქვენი მოსაზრება არგუმენტებით. უკვე ჩატარებულმა აპრობაციამაც აჩვენა, რომ მოსწავლეები შეცვლილი ფორმატით ძალიან საინტერესოდ გადმოსცემენ აზრს. თხზულების დასაწერად შერჩეული საკითხი, ცხადია, ყოველდღიურობასთან დაკავშირებული და თქვენთვის ნაცნობ თემაზე იქნება. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პირადი, ინდივიდუალური მოსაზრება გადმოცემული კარგი ლექსიკისა და გრამატიკული სტრუქტურების საშუალებით ჩვენთვის ყველაზე ღირებულია.

პრობლემა, რომელსაც წლიდან წლამდე ვაწყდებით, ინსტრუქციის გაგებას უკავშირდება. ინსტრუქციაში ნათლად წერია, რომ დასაშვებია 120-170 სიტყვა. გადაჭარბება ნიშნავს მეტ შეცდომას. ჩემი რჩევაა, თემის წერისას გაითვალისწინოთ ინსტრუქცია – ნუ გადააჭარბებთ მოთხოვნილი სიტყვების რაოდენობას. ივარჯიშეთ, რომ დაიცვათ ეს მოთხოვნები“.

ისტორიის ჯგუფის წარმომადგენელი მიხეილ ბახტაძე: „ისტორიის საგამოცდო პროგრამა შარშანდელთან შედარებით შეიცვალა. ზოგიერთი საკითხი ამოვიღეთ, ზოგი კი დავამატეთ. სწორედ ამიტომ აუცილებელია, იხელმძღვანელოთ 2024 წლის საგამოცდო პროგრამით. ცხადია, კითხვები და დავალებები იქნება მხოლოდ იმ თემების ირგვლივ, რომლებიც შეტანილია პროგრამაში. ამასთან, გამოცდის ჩასაბარებლად სრულიად საკმარისია ის სახელმძღვანელო, რომლითაც სწავლობთ სკოლაში – გამოცდაზე  არაფერი შეგხვდებათ ისეთი, რაც თქვენს სახელმძღვანელოებში არ არის მოცემული.

შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ისტორიის ტესტში ახალი დავალება არ შესულა. ამოვიღეთ 1 დავალება – ქრონოლოგია, რადგან ძირითადად ფაქტობრივ ცოდნას ამოწმებდა  (მისი შემოწმება სხვა დავალებითაც შეგვიძლია). გარდა ამისა, არ იქნება კიდევ 2 დავალება, რომელიც მცირედით დაიშტამპა და მოსწავლეები გვცემდნენ დაზეპირებულ პასუხებს – ამ დავალებების ამოღების ხარჯზე გაიზარდა დახურული დავალებების რიცხვი. თუმცა არ იფიქროთ, რომ ისინი მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას ამოწმებს. საგამოცდო ტესტი წელსაც ყველა იმ უნარს შეამოწმებს, რომლებსაც აქამდე ამოწმებდა. შარშან შემოვიტანეთ ახალი დავალება, რომელიც, როგორც საცდელმა ტესტირებამ და შემდეგ უკვე გამოცდამაც აჩვენა, ძალიან კარგად ამოწმებს კრიტიკულ აზროვნებას, არგუმენტაციას… ასე რომ, ამ მხრივ არაფერი იცვლება და ვფიქრობთ, სირთულითაც ისეთივე იქნება, როგორიც იყო შარშანდელი ტესტი.

უფრო დეტალურად ტესტში დავალებათა ქულების გადანაწილება შემდეგნაირია:

  • 35 დახურული ტიპის დავალება  – თითოეული დავალების მაქსიმალური ქულაა 1; სულ – 35 ქულა;
  • ისტორიული რუკის ანალიზი (დახურული ტიპის შეკითხვებით) –  თითოეული დავალების მაქსიმალური ქულაა 1, სულ – 6 ქულა;
  • ისტორიული მოვლენის (ან პიროვნების/ისტორიული დოკუმენტის და სხვ.) ანალიზი და შეფასება (ღია დავალება) – მაქსიმალური ქულაა 5;
  • ისტორიული წყაროს ანალიზი (ღია დავალება)  – მაქსიმალური ქულაა 14.

აბიტურიენტებს მინდა გირჩიოთ, რომ არ იჩქაროთ გამოცდაზე მუშაობისას – მერწმუნეთ, გამოცდისთვის განკუთვნილი დრო – 2 საათი და 40 წუთი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მშვიდად და წყნარად იმუშაოთ. ასევე, ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია  და მიაქციეთ ყურადღება, როგორ არის დასმული ესა თუ ის კითხვა – მაგალითად, იმ დავალებაში, სადაც გამოსაცდელს ვთხოვთ დაასახელოს მიზეზი ან შედეგი, ყოველთვისაა დაკონკრეტებული, რა სახის მიზეზი უნდა იყოს ეს – პოლიტიკური, კულტურულ-რელიგიური თუ სხვა სახის.

გარდა ამისა: როცა დავალების პირობაში გთხოვენ დაასახელოთ მსგავსი ანალოგიური მოვლენა, ყოველთვის მითითებულია გარკვეული საზღვრები (ან საუკუნეები, ან ვთქვათ, გეოგრაფიული რეგიონი). შესაბამისად, აუცილებელია დავალების პირობის ყურადღებით წაკითხვა და პასუხის  კონკრეტულად იმ კითხვაზე გაცემა, რასაც ტესტში გეკითხებიან“.

წყარო:

გაზიარება11Tweet7Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა – ვიდეო ადგილიდან

13:29; 25 იანვარი, 2026
საზოგადოება

რომელ სოფლებში რეაბილიტირდება გზები ჩოხატაურში?- მონაკვეთების ჩამონათვალი

12:48; 25 იანვარი, 2026
საზოგადოება

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

09:47; 25 იანვარი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

დაჩი ცინცაძეს მე-4 დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება

21:23; 24 იანვარი, 2026

მექსიკაში ქართველები გაიტაცეს

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველა სიახლე

საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა – ვიდეო ადგილიდან

13:29; 25.01.2026
საზოგადოება

რომელ სოფლებში რეაბილიტირდება გზები ჩოხატაურში?- მონაკვეთების ჩამონათვალი

12:48; 25.01.2026
სამართალი

ვინ ჩაცხრილეს ავტომობილში – რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი

11:10; 25.01.2026
სამართალი

პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 2 პირი

10:51; 25.01.2026
სამართალი

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა – დაკავებულია 1პირი

10:41; 25.01.2026
სპორტი

„ალო, დათუნაშვილის ბინააო?“

10:29; 25.01.2026
სპორტი

„ერთ დღეს გამოვიპარე და თბილისის ზღვაზე ვიმალებოდი“

10:21; 25.01.2026
სპორტი

„ბინა გასაგებია, მაგრამ ეს „ვოლგა“ რა მანქანაა ასეთიო…“

9:53; 25.01.2026
საზოგადოება

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

9:47; 25.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24.01.2026
საზოგადოება

დაჩი ცინცაძეს მე-4 დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება

21:23; 24.01.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა ოჯახს ოზურგეთში საზოგადოების დახმარება სჭირდება

20:55; 24.01.2026
საზოგადოება

ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

19:43; 24.01.2026
სამართალი

მანქანაში ორი კაცი ჩაცხრილეს: რა დეტალებია ცნობილი

19:19; 24.01.2026
სამართალი

ავარიას 33 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა – ქვეითს ავტომობილი დაეჯახა 33 წლამდე

19:04; 24.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო