ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლანჩხუთში დაფიქსირებულია ინფიცირების 2154 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1997, გარდაცვლილია 33 ადამიანი და აქტიურია 133 შემთხვევა.