პარლამენტიდან საპატრულო პოლიციის დახმარებით სავადმყოფოში კიდევ ორი ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის, დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი.
დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ.
ერთ-ერთ მათგანს სპეციალური სასუნთქი აპარატის გამოყენება დასჭირდა. ისინი ინგოროყვას კლინიკაში არიან გადაყვანილები.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სხდომაზე სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება გაუშვეს.