ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს დღეს ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდება, _ აღნიშნულის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს. პრესსამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ბერიძის თქმით, ცენტრის დირექტორს ლაბორატორიული კვლევები დღეს ჩაუტარდება, რომლის პასუხი საღამოს გახდება ცნობილი.
“მდგომარეობა უცვლელია, დღის განმავლობაში ჩაუტარდება ლაბორატორიული კვლევები, რისი შედეგებიც საღამოს იქნება ცნობილი. დაავადების მიუხედავად მხნედ არის, განაგრძობს მკურნალობას. მდგომარეობა უცვლელია“, _ ამბობს გიორგი ბერიძე.