თბილისის მერია ახალი, “MAN”-ის ავტობუსების N39-სა და N150-ზე გაშვებას გეგმავს, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეიდან N140 მარშრუტსაც “MAN”-ისმარკის ავტობუსები ემსახურებიან. მარშრუტი პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრაობს.
18 ივლისიდან კი, დიდ დიღომში ახალი, თანამედროვე ავტობუსების ბაზის გახსნის შემდეგ, “MAN”-ისავტობუსები უკვე 5 მარშრუტზე: N14, 21, 24, 88 და N140-ზე გავიდნენ.