მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანმა იცის, ესა თუ ის ქვეყანა თუ ქალაქი რომელ ზოდიაქოს შეესაბამება, რადგან, როდესაც ადამიანი საცხოვრებლად თუ სამუშაოდ მიდის უცხო ქვეყანაში, რომელიც მის ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება, ცხადია, ეს მის გუნება-განწყობასა და მატერიალურ მხარეზე სასიკეთოდ მოქმედებს.
გთავაზობთ თანამედროვე ასტროლოგების მიერ შედგენილ ჩამონათვალს ზოდიაქოს ნიშნებისა და ქალაქების შესაბამისობის შესახებ:
ვერძი – ბერლინი, მოსკოვი, ბირმინჰემი, ვერონა, კრაკოვი, მარსელი.
კურო – ნეაპოლი, დუბლინი, სარაგოსა, უტრეხტი, ფლორენცია, პალერმო, პადუია
ტყუპი – ლაიფციგი, ნანტი, პარმა, ციურიხი, ტრიპოლი.
კირჩხიბი – ამსტერდამი, ლონდონი, სან-ფრანცისკო, მილანი, მანჩესტერი.
ლომი – ბუმბაი (ბომბეი), მადრიდი, პრაღა, რავენა, რომი, ფილადელფია, ჩიკაგო, სტამბოლი, ლოს-ანჟელესი, დამასკო.
ქალწული – ათენი, პარიზი, ბაღდადი, ბაზელი, ბოსტონი, იერუსალიმი, ლიონი, ნიცა, სტრასბური.
სასწორი – ანტვერპენი, ვენა, ფრაიბურგი, ფრანკფურტი, ლისაბონი.
მორიელი – ლივერპული, ტოკიო, ნიუ-ორლეანი, ვაშინგტონი, ჟენევა.
მშვილდოსანი – ავინიონი, კალკუტა, კიოლნი, პეკინი, შტუტგარტი.
თხის რქა – დელი, მეხიკო, ბუდაპეშტი, ბრიუსელი, ტორონტო.
მერწყული – ბრემენი, ჰამბურგი, ზალცბურგი, სიდნეი, ჰელსინკი, ბრიუსელი, სანკტ-პეტერბურგი.
თევზები – ალექსანდრია, რუანი, სევილია, ვარშავა.

































































