ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე მერიის საკონკურსო კომისიის სხდომა 1 მაისს გაიმართა. როგორც საბოლოო ოქმში კომისიის თავმჯდომარე მიხეილ შილაკაძე განმარტავს, კონკურსის მონაწილეობის მისაღებად 206 აპლიკანტი დარეგისტრირდა, მაგრამ გასაუბრებაზე 40 კანდიდატი არ გამოცხადდა.
კომისიის თავმჯდომარე, ასევე, განმარტავს, რომ ჯუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის თანაშემწის ვაკანსიაზე მონაწილეობს თავისი ნათესავი და ამის გამო, ის აცილებას აცხადებს და აღნიშნულ ვაკანსიაზე მსურველი კანდიდატების შეფასებაში არ მონაწილეობს.
შილაკაძე აღნიშნავს, რომ ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის ვაკანსიაზე ორმა კანდიდატმა ბახვა ჩხარტიშვილმა და ზაზა გოგუაძემ გასაუბრებასა და შეფასებაზე უარი განაცხადეს.
როგორც ოქმშია აღნიშნული, კონკურსის პროცედურებთან დაკავშირებით კანდიდატთა მხრიდან რაიმე პრეტენზიები არ დაფიქსირებულა.
გასაუბრების ეტაპზე შეფასდა თითოეული კანდიდატის ცოდნა და გამოცდილება, პიროვნული მახასიათებლები, პროფესიული კომპეტენტურობის, არგუმენტირების, თვითკრიტიკულობისა და გულწრფელობის დონე, პროფესიული და საკუთარი შესაძლებლობების შეფასების უნარი, დადგინდა შესაბამისობა დასაკავებელ თანამდებობასთან და მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსი_ გიორგი ინწკირველი.
ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი_ ალეკო მამეშვილი.
განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი_ მარინა ჯაფარიძე.
ქალაქ ოზურგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი _ ავთანდილ სვანიძე.
მერის წარმომადგენლები: დაბა ნარუჯა ზვიად მიქელაძე; დაბა ურეკი _ დავით რობაქიძე; დაბა ნასაკირალი_ ოთარ ადაძე; ასკანა_ გურამ ცქვიტინიძე ; ბაილეთი_ ზურაბ დარჩია; ბოხვაური _ თეიმურაზ ჩავლეშვილი; გურიანთა _ გია ფასიეშვილი; ვაკიჯვარი _ გიორგი მდინარაძე; თხინვალი_ არსენ კვაჭანტირაძე; კონჭკათი _ ალექსანდრე სირაძე; ლიხაური_ ივანე ვაშაყმაძე; მაკვანეთი_ ალექსანდრე ბურძგლა ; მელექედური_ კახა მესხია; მერია_ ნუგზარ ხომერიკი; მთისპირი_ მაია ჩავლეშვილი; ნაგომარი_ მიხეილ ცქიტიშვილი; ნატანები _ ნაირა კვაჭაძე ; სოფელ ოზურგეთი _ბადრი თავდუმაძე; სილაური _ გოგიტა ჯანხოთელი; შემოქმედი _ სოსო სადრაძე; ცხემლისხიდი_ შოთა მახარაძე; ჭანიეთი_ ირაკლი რამიშვილი; ჯუმათი_ ოთარ მექვაბიშვილი;
მერის თანაშემწეები ქალაქში: _ გალინა თავართქილაძე, ნიკოლოზ ლომთაძე და ზურაბ მორჩილაძე.
დაბა ლაითურში _ რეზო მესხიძე და თამაზ თავდგირიძე; დაბა ნასაკირალი_ თამილა ვაჩეიშვილი; ბახვი_ ირაკლი ცქვიტინიძე: ბოხვაური_ რუბენ გირკელიძე; გურიანთა _ რუსუდან ჩხაიძე; დვაბზუ_ ვასილ ღლონტი; ლიხაური_ ნანა წითლიძე; მაკვანეთი_ ლევან ნიკოლაიშვილი; შემოქმედი_ სერგო ლეჟავა და გიორგი ცეცხლაძე; ცხემლისხიდი_ გოგი ლომინაძე; შრომა_ იონა მამფორია და კონსტანტინე ბოლქვაძე; ჯუმათი_ ია ჩხარტიშვილი.
რამდენიმე ვაკანსიაზე კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა, ესენია: ადმინისტრაციული დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის მერის წარმომადგენელთა, კომუნიკაციის სამსახურის მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსის პოსტი და ასევე, მერის წარმომადგენლები: დაბა ლაითურში, ბახვში, დვაბზუში, ძიმითში.