პლასტმასის ჭურჭელი
თითქმის ყველა ხმარობს გამჭვირვალე პლასტმასის ჭურჭელს – დაწყებული თეფშებიდან, დამთავრებული კონტეინერებით. ყველა მათგანს აქვს თავისი მოხმარების წესები. მათი დაუცველობის შემთხვევაში თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებთ. პლასტმასის ჭიქები განკუთვნილი არაა ალკოჰოლური სასმელებისთვის, რადგან სპირტს ასეთი მასალისგან გამოაქვს მავნე ნაერთები. კონტეინერებს გააჩნია თავისი ხმარების ვადა, რომლის გასვლის შემდეგ გამოყენება საზიანოა, რადგან ის მავნე ნივთიერებებს გამოყოფს.
მელამინის ჭურჭელი
შესახედად ფაიფურისას წააგავს, ოღონდ ბევრად მსუბუქია. ის დიდი ხანია აღიარებულია საფრთხისშემცველ ჭურჭლად და აკრძალულია მისი ხმარება, ზოგ ქვეყნებში კი მხოლოდ სილამაზისთვის აქვთ სამზარეულოში.
სხვადასხვა ლითონის ჭურჭელი
გარეგნულად ისინი ლამაზად გამოიყურება, თუმცა, ბევრი მათგანი საშიშია.
ალუმინის – აღიარებულია ჯანმრთელობისთვის საშიშად. მჟავასთან, სოდასთან, მარილთან შეხებისას, იცვლის თვისებებს. არ შეიძლება მასში მოხარშოთ მჟავე სადილი, კომპოტი, კისელი, მოხრაკოთ ბოსტნეული.
სპილენძის – გათბობის პროცესში გამოყოფს რკინის იონებს, რომლებიც ხვდება საკვებში და მერე ადამიანის ორგანიზმში.
ფოლადის – რეკომენდირებულია არ შეინახოთ მასში ხანგრძლივად საკვები, რადგან საკვები რეაქციაში შედის ლითონთან.