თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში ის დაავადებები დაასახელა, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის ყველაზე მაღალ რიკს-ფაქტორს წარმოადგენს.
ალექსანდრე გოგინავას თქმით, ასეთია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, დიაბეტი და თირკმლების ქრონიკული უკმარისობა.
„ნებისმიერი ორგანოსა და ორგანოთა სისტემის უკმარისობა წარმოადგენს რისკს, თუმცა, ყველაზე მაღალ რისკად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები წარმოადგენს.