რომის პაპმა ფრანცისკემ გადაწყვიტა დააწესოს ბებია-ბაბუებისა და მოხუცთა მსოფლიო დღე. ამის შესახებ ინფორმაციას vaticannews ავრცელებს.
ამ წლიდან ის ივლისის მეოთხე კვირას გაიმართება.
რომის პაპმა ფრანცისკემ ტაძარში გაიხსენა ამბავი – როდესაც მოხუცები სიმეონი და ანა შეხვდნენ ყრმა იესოს და მესიად აღიარეს.
„სულიწმინდა დღესაც აღვიძებს აზრებს და სიბრძნის სიტყვებს მოხუცებში”,_ თქვა პაპმა.
მან თქვა, რომ მოხუცთა ხმა ძვირფასია, რადგან იგი ღმერთს განადიდებს და ხალხთა ფესვებს ინარჩუნებს.
პაპის თქმითვე, მოხუცები შეგვახსენებენ, რომ სიბერე საჩუქარია და რომ ბებია და ბაბუა რგოლია სხვადასხვა თაობას შორის, რათა ახალგაზრდებს ცხოვრების გამოცდილება გადასცენ.
“ბებია და ბაბუა ხშირად ავიწყდებათ. ჩვენ გვავიწყდება ფესვების შენარჩუნებისა და მათი გადაცემის სიმდიდრე“,_ განაცხადა რომის პაპმა.
პაპმა ხაზი გაუსვა ბებიისა და შვილიშვილების ერთმანეთისთვის გაცნობის მნიშვნელობას.
”როგორც წინასწარმეტყველი ჯოელი ამბობს, ბებიები და ბაბუები ხედავენ, რასაც მათი შვილიშვილები ოცნებობენ, ხოლო ახალგაზრდები ბებიისა და ბაბუისგან ძალას იღებენ“,_ განაცხადა პაპმა.