https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“როცა პური არაა, სანახაობაა საჭირო “დასაპურებლად”

16:17; 13.08.2022
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“აბა, ომი გინდათ?” _ ეს ხელისუფლების მორიგი მესიჯია, რომელსაც, როცა უჭირს, მოსახლეობაში გზავნის და შემდგომ ამ თემაზე აწყობს სანახაობას. როცა პური არაა, სანახაობა აუცილებლობას წარმოადგენს და ეს საკმაოდ ჭკვიანურად გათვლილი პიარსვლა, ყველა სხვა საჭირბოროტო საკითხებს ჩრდილავს, მავანს კი პურის მაგიერ აპურებს, _ თქვა “გურია ნიუსთან” ინტერვიუში ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა და “ლელოს” ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოჩა ჯანაშიამ.

გთავაზობთ ინტერვიუს გოჩა ჯანაშიასთან.

_ როგორც წესი, ზაფხულში პოლიტიკური პროცესები გარკვეულ ტაიმ-აუტს იღებს, თუმცა, წელს გამონაკლის შემთხვევასთან გვაქვს საქმე. რა ხდება?

_ ხდება ის, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები გველის. ქვეყანა, ფაქტობრივად, გზის გასაყართან დგას და ერთი სწორი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმის მართებულობა იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე, მომავალი. ერთი შეცდომა და მერწმუნეთ, კატასტროფის წინაშე დავდგებით და სამწუხაროდ, მოვლენები ისე ვითარდება, ზუსტად რომ ახლოს ვართ ამ ყველაფერთან.

_ ფაქტია, რომ ქვეყანა ისე არ ვითარდება, როგორც საჭიროა. რას ხედავთ საგანგაშოს ამ შექმნილი ვითარებაში?

_ დავიწყოთ იქიდან, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ბევრი რამ იცვლება. ფაქტობრივად, ახალ სტრატეგიულ გადანაწილებასთან გვაქვს საქმე და ჩვენდა საუბედუროდ, ჯერ კიდევ გაურკვეველია საქართველოს ბედი. ხელისუფლების ქმედებები, დიდ ეჭვებს აჩენს, რომ ვცდილობთ მდინარის დინების საპირისპიროდ ვიმოძრაოთ და ეს მაშინ, როცა თითქოს გარკვეული გვქონდა ის მისწრაფებები, რომელიც დასავლურ ცივილიზაციასთან ასოცირდებოდა, მაგრამ რეალურად გაუგებარ ნაბიჯებს ვხედავთ, რომელიც კარგს არაფერს მოგვიტანს.

_ რას გულისხმობთ ამ გაუგებარ ნაბიჯებში?

_ დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანას შანსი ებოძა ევროკავშირის სტრუქტურებთან დაახლოებისთვის. ეს შანსი ომმა მოიტანა სრულიად მოულოდნელად, მაგრამ აშკარაა, რომ ამისთვის მზად არ ვართ. უფრო მეტიც, სურვილიც არ ჩანს ხელისუფლების მხრიდან, ასე რომ მოხდეს. თითქოს დეკლარირებულად ამისკენ მივდიოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო მოჩვენებითი ნაბიჯები და როცა საქმე საქმეზე მივიდა, რეალური სახეც წარმოვაჩინეთ. ეს არ ეხება ქართველ ხალხს _ ეს უპირველესად ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე ითქმის, რომელიც სულაც არ არის იმ 12-პუნქტიანი დავალების შემსრულებელი, რომელიც ევროპული სტრუქტურებიდან მივიღეთ.

_ და რატომ? ამის ნება არ არის თუ საშუალება?

 _ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლამდე აანონსებდა ძირეული რეფორმების გახორციელებას და უკვე მეათე წელია ვხედავთ, რომ არათუ ამის ნება-სურვილი არსებობს, პირიქით, ყოველწლიურად უკან-უკან მივდივართ. გასაგებია, წინასაარჩევნო დაპირებების კასკადიდან ძალიან ბევრი ისედაც შეუსრულებელი ჩანდა იმთავითვე, მაგრამ ის, რაც ფუნდამენტური იყო და სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა, ისიც კი არ შესრულებულა. ჰოდა, ამ 6 თვეში ძალიანაც რომ მოინდომოს ვინმემ, ამ დავალების შესრულება წარმოუდგენელია.

არადა, რაზეა საუბარი? ვინმეს თქმაა საჭირო, რომ ნორმალური, ცივილური ქვეყნის ასაშენებლად საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი არჩევნის უფლება, დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო სტრუქტურების გამიჯვნა, რაც “ქართულმა ოცნებამ” იქნებ მემკვიდრეობით კი მიიღო, მაგრამ ჩხირი არ გადაუდია ამის შესაცვლელად. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ ძალაუფლების განმტკიცებაზე და შემდგომ შენარჩუნებაზე აიღო თავიდანვე აქცენტი და ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პრობლემა სათავისოდ მოირგო, უფრო დახვეწა და განამტკიცა. ჰოდა, ის რაც უნარჩუნებს ძალაუფლებას, იმას მცირე ხანში საკუთარი ნებით როგორ შეელევა? ეს კიდევ არაფერი _ უკვე სტრატეგიული კურსიდან გადახვევის აშკარა მცდელობებს ვხედავთ, შეუიარაღებლად ჩანს დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ ბრძოლის კონტურები და ეს იმ ფონზე, როცა რუსეთის მიმართ ბაიბურიც არ ისმის. პირიქით _ გარკვეული ნაბიჯები გვაფიქრებინებს, რომ აგრესორი და ოკუპანტის მიმართ თუ აქამდე შეინიშნებოდა შეფარული ფლირტი, ახლა ეს დაუფარავად მიმდინარეობს და ერთგვარ იარაღად იქცა დასავლეთთან სავაჭროდ.

_ ფიქრობთ, რომ ჩვენი ხელისუფლება თავის გადასარჩენად ვაჭრობს?

_ ასე გამოდის. სხვა გზა არ დარჩენია უბრალოდ _ ან ძალაუფლებას საკუთარი ნებით უნდა შეელიოს, ან კედელთან მიყენებულებმა ბოლომდე უნდა იომონ. ფაქტია, რომ ევროკავშირთან ასოცირების საკითხი მოულოდნელად დადგა დღის წესრიგში, აქეთ ომია და უკვე ცაიტნოტური სიტუაცია შეიქმნა. ბევრს უკვირს რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ რატომ გვაქვს ასეთი სამარცხვინო მიდგომა. საკვირველიცაა, როცა წესით, ოკუპანტს შენსავით ჩაგრული ქვეყანა ებრძვის, შენ კი ცდილობ აქედან რამენაირად გაძვრე და უფრო მეტიც, რაიმე სარგებელი მიიღო რუსი ტურისტების სიმრავლით თუ არასანქცირებული ტვირთების გატარებ-გამოტარებით. არავინ ამბობს, რომ უკრაინას ხელი ვკარით, გარკვეულ თემებში მხარს ვუჭერთ, აქეთ ლტოლვილებს ვიღებთ, იქით ჰუმანიტარული ტვირთის ორგანიზებას არ ვიშურებთ, მაგრამ ოფიციალური განცხადებების შემხედვარე, ყველაფერს აზრი ეკარგება. გახსოვთ, მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის ჩაწერაც კი ვერ გაბედეს, არაფერს ვამბობ იმ განცხადებებზე, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლების პირველი პირები აკეთებენ. წარმოგიდგენიათ, ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადი, იქ ომი კია, მარა ჩვენ რა _ ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვსო. ამის ხმამაღლა თქმა შეიძლება, ან ნორმალურია?

_ ამ ყველაფერს ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკად თვლის, რომელმაც ომი აარიდა ჩვენს ქვეყანას.

_ დიახ, ამაშია მთელი სივერაგე. თითქოს იმაზე ფიქრობენ, რამენაირად ომი ავიცილოთ და ამით საკუთარ ამომრჩეველთან თავს იწონებენ, მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტორები ვართო. მაგრამ ვის რად უნდა აქ ომი? ან თუ უნდა რუსეთს ომი, ეს თვალებში შეციცინება შეაჩერებს? “აბა, ომი გინდათ?” _ ეს ხელისუფლების მორიგი მესიჯია, რომელსაც, როცა უჭირს, მოსახლეობაში გზავნის და შემდგომ ამ თემაზე აწყობს სანახაობას. როცა პური არაა, სანახაობა აუცილებლობას წარმოადგენს და ეს საკმაოდ ჭკვიანურად გათვლილი პიარსვლა, ყველა სხვა საჭირბოროტო საკითხებს ჩრდილავს, მავანს კი პურის მაგიერ აპურებს.

რომელ ნორმალურ ქართველს უნდა სურდეს ომი და უბედურება ამ ქვეყანაში? ან როგორც დასავლელ პარტნიორებს მიაწებეს ეს იარლიყი, იმათ რაში უნდა სჭირდებოდეს კიდევ ერთი უაზრო კონფლიქტი? თან “ჩიტი ბდღვნად უნდა ღირდეს”, ასეა ნათქვამი და საქართველო რომ ამ ომში ჩაებას, მეორე ფრონტის გაჩაღების თავი აქვს კი? სხვა საქმეა უკრაინელთა სურვილი, რომელიც არც დამალეს, რადგან ომში მყოფ ქვეყანას ძალიან უნდა ძლიერ მეტოქესთან ბრძოლაში სხვა ქვეყნებიც მიეშველონ _ საქართველო, მოლდოვა და ა. შ. ეს მათი სურვილია, მაგრამ რეალობა ხომ სხვაა _ ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა საომრად მზად სულაც არ არის. თუმცა, ხელისუფლების ნარატივი მარტივია _ თქვენ, ყველა ჩვენს ოპონენტს ომი გინდათ, ჩვენ კი მხოლოდ მშვიდობაო. რას ერჩი, დიდებული ფეიკია საკუთარი მხარდამჭერების “გამოსაკვებად”.

_ ეს გასაგებია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის შესახებ დაწყებულ კამპანიას როგორ აფასებთ?

_ მავანთ ჰგონიათ, რომ ამ ქვეყანაში ხალხი იმდენად მიამიტია, ყველაფერი დაიჯეროს. ფაქტია, რომ კულუარებში გადასული ბიძინა ივანიშვილი კვლავაც ქვეყნის ერთპიროვნული მმართველია და იგი ნამდვილად ოლიგარქია. დეოლიგარქიზაციის თემა რომ გაჟღერდა, “ქართულმა ოცნებამ” სცადა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები, ან მასთან ასოცირებული მილიონერები ნამდვილ ოლიგარქებად წარმოაჩინოს, ივანიშვილი კი მხოლოდ მეცენატად. კი ბატონო, ივანიშვილის მეცენატობას და ქველმოქმედებას არ უარვყოფთ, მართლაც ბევრი ფული გაიღო ამ მადლიანი საქმისთვის, მაგრამ ამის სანაცვლოდ უფრო მეტს რომ ითხოვს, უბედურება ესაა. და რაც მთავარია, ოლიგარქია ნიშნავს ჩრდილში მყოფი პირის მიერ ქვეყნის მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას და ვინ, თუ არა ივანიშვილი, უნდა მივიჩნიოთ ოლიგარქად?! ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობისას მისი როლი დიდი იყო, ძალიან ბევრ საკითხში, მაგრამ ერთ დღეს ოპოზიციაში გადასვლით მან აჩვენა, რომ ეს ნაბიჯი კარგად გათვლილი ტრიუკი იყო, რომელსაც წინ არაფერი დაუდგებოდა.

მას შემდეგ ივანიშვილი ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის ერთპიროვნულად გადამწყვეტი იყო და არის, მისთვის არც პრეზიდენტის ინსტიტუტი იყო არაფერი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არც პრემიერ-მინისტრის. ჰოდა, მისი სურვილისამებრ ხდებოდა ერთის გაშვება და მეორეს მოყვანა. პარადოქსია, რომ დღევანდელი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, ორჯერ დანიშნა ამ პოსტზე. პირველ შემთხვევაში ღარიბაშვილი სკანდალურად გაუშვა, საკუთარი სანათესაოს ელიტური კორუფცია არ აპატია, მაგრამ მეორე შანსი მაინც უბოძა და ეს იმ ფონზე, როცა ერთ სატელევიზიო გამოკითხვაში, ივანიშვილმა შეკითხვაზე, ღარიბაშვილი თქვენს კომპანიაში თქვენი მდივანი არისო, უპასუხა, რომ რაც გინდათ, ის დაარქვით, მას ჩემს ფინანსებში არც ვახედებდიო. ჰოდა, ამ დროს ქვეყნის მართვაში ორჯერ ჩაახედა. და რა გამოდის, თავისი ბიზნესი მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყანა?

ივანიშვილი სანქციების შიშის გამო, ვაბანკზეა წასული და რამდენიმე წლის წინ, მისი ბაგეებიდან წარმოთქმული სიტყვები სრულიად პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ ხომ უტიფრად წაიღო უკან _ ამ რამდენიმე დღის წინ, სრულიად უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და ამერიკის ელჩთან კონფიდენციალური შეხვედრის ფაქტი გაასაჯაროვა, რაც არც კაცურში და არც დიპლომატიურ საზომში არ ჯდება.

_ თავში თქვით, რომ ქვეყანა გზაგასაყართან დგას. საით მივდივართ ან საით უნდა წავიდეთ?

_ ეს თემა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და ყველა სხვა ამასთან რა მოსატანია? ევროპასთან ასოცირების ბოძებული ეს შანსი ჩვენი ხსნაა. წარმოიდგინეთ, საბოლოოდ რუსულ ორბიტაზე რომ დავრჩეთ, რა მოგველის. გაფიქრებაც არ მინდა, რა მომავალი გვექნება, ჩვენი პატრონი არავინ იქნება და ეს ქვეყანა განგსტერულ ქვეყნად იქცევა, სადაც სრული განუკითხაობა დაისადგურებს და ნარკოტრანზიტისა თუ სხვა ბინძური საქმეების არეალი გახდება. ძალიან მიკვირს ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის პოზიცია, რომელსაც მიაჩნია, რომ ხსნა მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთშია, რომელმაც გეორგიევსკის ტრაქტატიდან მოყოლებული დღემდე, რამდენი ბოროტება დაგვატეხა თავს. მტერი არაერთი გვყოლია, რომელმაც აგვაოხრა და გაგვანადგურა, მაგრამ ერთმორწმუნე მეგობარი რომ გიმტრობს, ტერიტორიებს წაგართმევს, ხალხს დაგიხოცავს, ეს მაინც სულ სხვა რამ არის. იმ 37-მანეთიან მოტრფიალეებს ხომ არ ჰგონიათ, რუსული ჩექმა ისევ ისეთი “მსუბუქი” იქნება, როგორც დიად საბჭოეთში? ჰოდა, გონს მოვეგოთ, საღად ვიაზროვნოთ და ჩვენი ქვეყნის და ოჯახის მომავალი, საფრთხეში არ ჩავაგდოთ, თორემ, მერე გვიან იქნება თითზე კბენანი.

_ ცხადია, რომ ანტიდასავლური კამპანია, როგორც არასდროს, ისეა გაჩაღებული და ვითომ გარყვნილების წინააღმდეგ ასოცირდება. რა უნდა დავუპირისპიროთ ამ ყველაფერს?

_ დიახ, პროპაგანდა სრულიად დაუნდობელი მიმდინარეობს. ისე წარმოაჩენენ დასავლეთს, როგორც გარყვნილებას და ქართული იდენტობის საფრთხეს. ეს ასე არაა, რა თქმა უნდა. ევროპა და დასავლური ცივილიზაცია უპირველესად კანონის უზენაესობასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან, სიმშვიდესთან და სტაბილურობასთან ასოცირდება. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც რუსულ პროპაგანდას ეწევიან, ამ დროს კი მათი ოჯახის წევრები ევროპაში სამუშაოდ არიან და ოჯახებსაც არჩენენ. საუბედუროდ, ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ჯერაც ვერ გამოვიდა პოსტსაბჭოური აზროვნებისგან, იმ სივრცისგან, სადაც არც სამშობლო გვქონდა და არც წესრიგი. სწორედ კანონის უზენაესობა “აშინებს” ზოგიერთს, რომლებსაც ურჩევნია ქაოსი, განუკითხაობა, რომ “მღვრიე წყალში” უფრო მეტი სარგებელი ნახოს საკუთარი ოჯახისთვის, ქვეყანა კი ასეთებისთვის მეორეხარისხოვანია.

_ გამოდის მენტალური პრობლემა კვლავაც ხელს გვიშლის…

_ რა თქმა უნდა. საზოგადოების ერთი ნაწილი კმაყოფილია იმით, რაც აქვს, იმიტომ, რომ ასეა მიჩვეული. არადა, ნახეთ რა ხდება _ მოსახლეობის გამორჩეული ნაწილი გარბის ქვეყნიდან, იცლება ქალაქები და სოფლები, ამ დროს კი სამთავრობო არხებით გადაცემულ პროპაგანდას, რომ ყველაფერი კარგად არის, ბევრი იჯერებს. ხალხმა დაკარგა საკუთარი ფასი, არ არის მომთხოვნი და ეგუება იმას, რაც გააჩნია. არა, ქვეყნის ეკონომიკის თუხთუხის სიმხურვალე იქნებ შემაწუხებელი სულაც არაა, მაგრამ ფასების კატასტროფული ზრდაც კი შეუმჩნეველია ზოგისთვის. საყანე სამუშაოები მიმდინარეობს ჯერაც და კატასტროფულად გაზრდილი დიზელის ფასებით ხალხი გაიყვლიფა. როგორი საქმეა, როცა აგერ, აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე საწვავი ლარს ცოტათი სცდება, ჩვენთან კი ოთხლარნახევარია. ზეთს და სხვა პროდუქტს მეზობელ თურქეთში მიზერული ფასი აქვს, ბევრიც გადადის და იქ ყიდულობს. აქ კი ამ ყველაფერს ცეცხლის ფასი ადევს. ამ ფასთასხვაობის თავი და თავი ის მონოპოლიური მიდგომებია, რომელიც ჩვენს ეკონომიკას აზანზარებს, მთავრობა კი არაფერს აკეთებს სიტუაციის დასარეგულირებლად. ეს ერთი მაგალითია და ასეთი იმდენია, ამ ინტერვიუში ვერ ჩავატევთ.

_ გასაგებია, ხელისუფლების შეცვლის სურვილი იზრდება, მაგრამ მოდის არჩევნები და ყველაფერი ლაგდება. როგორ ავხსნათ ეს ამბავი?

_ მარტივად, რადგან არჩევნები იმდენად მანიპულირებულია, მეტი რომ არ შეიძლება. ფაქტობრივად, ქვეყნის ყველა სტრუქტურა არის ჩართული ამ “სპეცოპერაციაში”, უკლებლივ ყველა ამომრჩევლის შესწავლა ხდება, შემდგომ მიდის დაშინება, მოსყიდვა, დამუშავება და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პროცენტებიც დათვლილია, ხოლო არჩევნების დღე სრული ფორმალობა გამოდის. საერთაშორისო დამკვირვებლები ვერაფერს ხვდებიან, რადგან არჩევნების შედეგები წინასწარ არის მანიპულირებული და არჩევნების დღეს რა უნდა მოხდეს? ოფიციალურად ფორმდება ის შედეგი, რომელიც უკვე ცნობილი და სასურველია ხელისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ არ სურს “ქართულ ოცნებას” რუსული მართვის სტილის ევროპული ღირებულებებით ჩანაცვლება _ მაშინ ხომ ვერ გააყალბებს, სასამართლოს ვერ ჩაიდებს ჯიბეში, ძალოვან სტრუქტურებს ვერ გააკონტროლებს, კორუფციულ საცეცებს ვერ გააფართოებს და შედეგად იმ ძალაუფლებასაც იოლად დათმობს, რომლითაც ტკბება უკვე მეათე წელია.

_ და მაინც, რას უნდა ველოდოთ ახლო პერსპექტივაში, რომელიც პოზიტიურ როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის?

_ ბევრი რამ ომის შედეგებმა უნდა გადაწყვიტოს. უკრაინამ საერთაშორისო თანამეგობრობისა და საკუთარი ერთიანობის ძალისხმევით ეს ომი უნდა მოიგოს, რუსეთი უნდა დამარცხდეს და ავტომატურად დამარცხდება ის ანტიდასავლური ისტერია, რომელიც რუსეთუმე, თუ სხვა სახის ძალებისგან მოდის. განვმეორდები და ვიტყვი იმ გულისტკივილს, რომ ვერაფრით წარმოვიდგენდი რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება მოხდებოდა და მასში ქართველთა ერთი ნაწილი მხარს რუსეთს დაუჭერდა.

ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლების ფეიკპოლიტნაბიჯები თუ ზრახვები ამაო იქნება. ბავშვები ხომ არ ვართ, დავიჯეროთ, რომ “ოცნების” წიაღიდან გამოსული სამეული, რომელიც უკვე კვარტეტი გახდა, იგივე “ოცნების” ნარატივში არ ზის? ესეც მორიგი სანახაობაა, რომელიც ცდილობს ანტიდასავლური განწყობების გაღრმავებას ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და ვითომ “არაოცნების” გუნდის ხელით. არა, კაცო, ჩვენ კი არ ვაძაგებთ დასავლეთსო, იტყვიან კობახიძეები, მდინარაძეები თუ სამხარაძეები, არამედ ისინი ამბობენ და ჩვენ რა შუაში ვართო. ნამეტანი იაფფასიანი ტრიუკი კია, მაგრამ ზოგიერთს მაინც სჯერა ან იძულებულია დაიჯეროს, რომ ევროპა და ამერიკა ცდილობს საქართველო ომში ჩაითრიოს. მაგ სიმართლით იარონ მართლაც ქვეყნის მტრებმა, ჩვენ კი დაველოდოთ _ მალე ყველაფერი დალაგდება.

სოფო წილოსანი

ავტორი

გოჩა ჯანაშია
გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე: ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი

14:23; 5 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“დრო ჩვენთვის კი არა, თქვენთვის აითვალეთ”- კუპრაძე პაპუაშვილს

14:08; 5 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელები სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ

18:02; 4 დეკემბერი, 2025

რუსეთის ტერიტორიაზე მოპარული მანქანები ცხინვალში იპოვეს

მეცნიერებმა ვიკინგების საიდუმლო ამოხსნეს

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025
ფინანსები

SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად

20:16; 5.12.2025
საზოგადოება

ხანძარს კაცი ემსხვერპლა

20:09; 5.12.2025
ფინანსები

12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა – საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა

20:07; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის მოქმედი მთავარი სპეციალისტი და ნატანების ყოფილი რწმუნებული დააკავა

18:03; 5.12.2025
პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 დეკემბერს

17:24; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა სკოლის დირექტორი დააკავა

17:18; 5.12.2025
ფინანსები

ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

17:06; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

15:51; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო