გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება.
დღეს, 25 მაისს, სინოპტიკოსები ქუთაისში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით+23 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ასევე წვიმას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. უმეტესად წვიმიანი დღე იქნება ზუგდიდშიც, სადაც დღის განმავლობაში +22 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.
მესტიაში +15 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. +20 გრადუსს პროგნოზირებენ დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.
+19 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +23 გრადუსი და უხვი ნალექია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ძლიერი ქარი. ცხინვალში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმა და +17 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი და უხვი ნალექია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმაა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად ნალექიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ძლიერი ქარი.