RT-ს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის სანქციების დაწესებას ირანის პრეზიდენტი უაზრო ნაბიჯს და ბავშვურ ქცევას უწოდებს.
რუჰანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ქცევა ნიშნავს, რომ ქვეყანას რაციონალურად აზროვნების უნარი აქვს დაკარგული.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზარიფის თქმით, სანქციები მას და მის ოჯახს ვერ დააზარალებს, რადგან ირანის ფარგლებს გარეთ ქონება არ აქვს.
სანქციები საერთაშორისო ასპარეზზეც გააკრიტიკეს.
როგორც ჩინეთში განაცხადეს, ვაშინგტონის გადაწყვეტილება, ნიშნავს, არაფრის გაკეთებას აშშ-სა და ირანს შორის ვითარების მოსაგვარებლად.