,,რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებში სამ ცალკეულ ინციდენტში ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო მანქანებს, დაიღუპა 6 მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა _ 3, ერთ შემთხვევაში კი, ფურგონიდან მამაკაცი ამოიყვანეს და სიკვდილით დასაჯეს.“ _ ამის შესახებ Human Rights Watch-ს ანგარიში წერია.
უფლებადამცველებმა უკრაინელების ჩვენებები გამოაქვეყნეს, რომლებიც ამბობენ, რომ რუსი სამხედროები სამოქალაქო პირებს ესვრიან.
Human Rights Watch-მა გამოკითხა ცხრა მოწმე, რომლებიც თითოეული ესწრებოდნენ სამი ინციდენტიდან ერთ-ერთს, მათ შორის ორი დაშავდა ამ თავდასხმების დროს. მკვლევარებმა მოინახულეს სამი ინციდენტის ადგილი და დაათვალიერეს ოთხი მანქანა, რომლებსაც ცეცხლი გაუხსნეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ იმ დროს მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინული ძალები არ იმყოფებოდნენ.
ორგანიზაცია წერს, რომ რუსეთმა უნდა ჩაატაროს მიუკერძოებელი, საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება ამ მკვლელობებთან დაკავშირებით.
”ეს ინციდენტები მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ძალები არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, რომლებმაც ყოველთვის უნდა განასხვავონ მშვიდობიანი მოსახლეობა და მინიმუმამდე დაიყვანონ მათთვის ზიანი მიყენება.
რუს სამხედროებს აქვთ ვალდებულება გამოიძიონ ეს ინციდენტები, პასუხისმგებელი პირებს დააკისრონ პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ ამ სახით მკვლელობების შეწყვეტა. – თქვა ბელკის უილმა, Human Rights Watch კრიზისისა და კონფლიქტების უფროსმა მკვლევარმა
უფლებადამცველთა ორგანიზაცია წერს, რომ ომის ყველა მეთაურს, ვინც ასეთი დანაშაულის განხორციელების შესახებ იცის და არ აჩერებს მას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ომის დანაშაულისთვის.
“საერთაშორისო სამართლის ან/და ომის სამართლის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოება არასდროს შეიძლება იყოს თავდასხმების სამიზნე. ნებისმიერი, ვინც ბრძანებას გასცემს მსგავსი ქმედებების განხორციელებაზე, ან დაეხმარება და ხელს შეუწყობს მათ, პასუხისმგებელი ომის დანაშაულზე. ომის ყველა მეთაურს, ვინც ასეთი დანაშაულის განხორციელების შესახებ იცის და არ აჩერებს მას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ომის დანაშაულისთვის”, – წერს HRW.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ან/და ომის კანონების თანახმად, მშვიდობიანი მოსახლეობა არასოდეს შეიძლება იყოს თავდასხმების მიზანმიმართული სამიზნე. შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა შესაძლო სიფრთხილის ზომა, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ზიანი მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ობიექტების და არ განახორციელონ თავდასხმები, რომლებიც ვერ განასხვავებენ მებრძოლებსა და სამოქალაქო პირებს შორის. ნებისმიერი, ვინც ბრძანებს ან განზრახ ჩაიდენს ასეთ ქმედებებს, ან ეხმარება და ხელს უწყობს მათ, პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე. ძალების მეთაურები, რომლებმაც იცოდნენ ან ჰქონდათ მიზეზი, სცოდნოდათ ასეთი დანაშაულების შესახებ, მაგრამ არ ცდილობდნენ მათ შეჩერებას ან პასუხისმგებელი პირების დასჯას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ომის დანაშაულებისთვის, როგორც სარდლობის პასუხისმგებლობის საკითხი.“ – წერს ორგანიზაცია ანგარიშში.
Human Rights Watch-მა გამოკითხა ცხრა მოწმე, მკვლევარებმა მოინახულეს სამი ინციდენტის ადგილი და დაათვალიერეს ოთხი მანქანა, რომლებსაც ცეცხლი გაუხსნეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ იმ დროს მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინული ძალები არ იმყოფებოდნენ.