რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე წინსვლას ვერ ახერხებენ და თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერდნენ.
„ოპერატიულ ვითარებაში მნიშვნელოვანი ცვლილება ამ დრომდე არ მომხდარა. მტერი შეჩერდა მისი წინსვლის თითქმის ყველა მიმართულებით. ზოგიერთ რაიონში მოიგერიეს. კერძოდ, დედაქალაქიდან დაახლოებით 70 კმ-ით უკან დაიხიეს, რამდენიმე დღის განმავლობაში“, – თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა ბრიფინგზე.