დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ინფორმაციით, რუსებმა, შესაძლოა, ფოსფორის შემცველი იარაღი მარიუპოლში გამოიყენონ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დონეცკის ოლქში ფოსფორის შემცვლელი იარაღის გამოყენება ზრდის შესაძლებლობას, რომ იგივე მარიუპოლშიც მოხდეს.
გარდა ამისა, დაბომბვა და შეტევა გაგრძელდება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, სადაც უკრაინელებმა რამდენიმე თავდასხმა მოიგერიეს. ბოლო განახლების მიხედვით, განადგურდა რუსული ტანკები, საარტილერიო ტექნიკა და მანქანები.
ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ რუსეთის მიერ უმართავი ბომბების გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობას.
ავტორი