ap-ის ინფორმაციით, რუსეთი და ბელარუსი სამხედრო წვრთნების მეორე ეტაპს იწყებენ ჯარების ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაში მომზადების მიზნით.
გასულ თვეში ბირთვული მანევრების გამოცხადებისას, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი პასუხობდნენ “დასავლეთის ზოგიერთი ოფიციალური პირის პროვოკაციულ განცხადებებსა და მუქარებს რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით”.
კრემლმა აღშფოთება გამოხატა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების განთავსებას და აშშ-მ და ნატოს ზოგიერთმა სხვა მოკავშირემ კიევს მისცეს საშუალება გამოიყენოს მათ მიერ მოწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების დასარტყმელად.
სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ასეთი წვრთნები და საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება მნიშვნელოვანია აშშ-ს და მისი მოკავშირეების ევროპაში „მტრული გადაწყვეტილებებისა და ქმედებების“ და მათი „ყოველდღიური პროვოკაციების“ გათვალისწინებით.