დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს დაწესებული მძიმე სანქციების გამო მოდერნიზებული და მოწინავე სამხედრო ტექნიკის ჩანაცვლება უჭირს.
როგორც ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში წერია, ამჟამად, რუსეთის საუკეთესოდ აღჭურვილ ქვედანაყოფები 100-მდე T-90M-ს იყენებენ, მათ შორის ის ჯგუფები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან. სისტემა შექმნილია ტანკსაწინააღმდეგო იარაღის დასაძლევად, თუმცა დაუცველია სხვა ელემენტების მხარდაჭერის გარეშე.
“რუსეთის მოწინავე T-90M ტანკიდან, სულ მცირე, ერთი ბრძოლის შედეგად განადგურდა. T-90M 2016 წელს შეიქმნა და გაუმჯობესებულ ჯავშანტექნიკას, განახლებულ იარაღსა და სატელიტური სანავიგაციო სისტემებს მოიცავს.
უკრაინის კონფლიქტმა რუსეთის მოწინავე ქვედანაყოფი დაასუსტა. ომის შემდეგ რუსეთს შეიარაღებული ძალების აღდგენისთვის დიდი დრო და რესურსები დასჭირდება. სანქციების გამო განსაკუთრებით რთული მოდერნიზებული და მოწინავე აღჭურვილობის შეცვლა იქნება”. – წერია ანგარიშში.
ავტორი