რუსეთში, ბრაიანსკის ოლქის ქალაქ კლინცის მახლობლად, ვერტმფრენი Mi-8 ჩამოვარდა. სოციალური ქსელების მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდეოში ჩანს, რომ ვერტმფრენი ჩამოაგდეს. კლინციდან უკრაინის საზღვრის უახლოეს პუნქტამდე – თითქმის 50 კმ-მდეა
გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ ვერტმფრენი ჰაერში ფეთქდება და ვერტიკალურად ეცემა ცეცხლოვანი ბურთივით.
სოციალური მედიის მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ რუსული ვერტმფრენი, შესაძლოა, ჩამოაგდეს რუსმა საზენიტო მსროლელებმა.
რუსეთის ბრიანსკის ოლქის, ქალაქ კლინცის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტორი